
დღეს ზემო ავსტრიის გრან პრი დაიწყო. ჩვენი გუნდი, 7 წონით კატეგორიაში (ბიჭებში 6 და ერთი გოგონები) 11 სპორტსმენით მონაწილეობს. ტურნირის პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა, თუმცა, ჩვენები მხოლოდ ერთში, -66კგ წონაში ასპარეზობდნენ.
აღნიშნული წონაში ჩვენი გუნდი ორი ჯუდოკათი თორნიკე გიგაურითა და ვაჟა მარგველაშვილით იყო წარმოდგენილი. როგორც თავში აღვნიშნეთ, ვაჟამ ბრინჯაოს მედლის მოგება ვერ მოახერხა. ამ „ფინალამდე" ქართველმა საკმაოდ შთამბეჭდავად იასპარეზა, ოთხი შეხვედრა იპონით მოიგო და მხოლოდ, ერთში, 1/2 ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში დამატებით დროში დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს ფინალს, აქ, ქართველი ესპანელ დავიდ გარსიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.
რაც შეეხება გიგაურს, 19 წლის ქართველი, ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა, თუმცა, თორნიკემ იბრძოლა და რაც მთავარია, სენიორებს შორის საადაპტაციოდაც ეს ტურნირი კარგად გამოიყენა.
ხვალ, ქართული გუნდი ძალებს ორ წონაში ცდის და მედლებს სამი საკმაოდ საინტერესო სპორტსმენით შეუტევს:
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ ზაურ დვალაშვილი





ჩვენ








