ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი რაუნდი 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მესამე ადგილით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი რაუნდი 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მესამე ადგილით დაასრულა
06.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს დღეს, თავისუფლად შეეძლო ლუქსემბურგთან მოგება და ეს, მხოლოდ იმიტომ არა, რომ ჩვენებს, 28-ე წუთზე ყველაზე რეალური შანსი ჰქონდათ გოლი გაეტანათ.


27-ე წუთზე საქართველოს გოგონათა ნაკრების ერთ-ერთი შეტევისას საჯარიმოში წესების დარღვევით ლიზი კაკულია წააქციეს და ლუქსემბურგელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა, ელენე ბოლქვაძეს, მეტოქის მეკარემ აუღო. თამაშში, ჩვენი გუნდი აშკარად ჯაბნიდა მოწინააღმდეგეს და ბურთს, შეხვედრის უმეტესი დრო აკონტროლებდა. თუმცა, იყო მცირე დეტალები, რაც ჩვენი აზრით, გამოცდილებასთან ერთად გამოსწორდება, მაგალითად, ქართველი გოგონები, ინდივიდუალურად ცდილობდნენ თამაშს, რაც განსხვავებით ამ ასაკის სხვა გუნდებიდან, ჩვენებს, აშკარად უკეთესად გამოსდით. სხვათა შორის ისევე, როგორც ბიჭებს. თუმცა, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ხშირად სჯობს, გუნდთან ერთად ითამაშო. აი, მეორე მომენტი კი, ფიზიკურობა - ჩვენს გუნდს აშკარად მოსამატებელი აქვს, რა თქმა უნდა სისწრაფესთან ერთად, რადგან იმ დაწყებულ ფინტებსაც, რაღაცნაირად გამკლავება უნდა.


მოკლედ, ეს ყველაფერი გამოსწორებადია, მაგრამ დღეს, რომ მხოლოდ ქულას დავჯერდით, ცოტა დასანანი. ასეა თუ ისე, შეხვედრას, რომელსაც პირველ ორ ჯგუფურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, მხოლოდ განწყობის გამოსწორება შეეძლო დღეს ფრედ, 0-0 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) დასრულდა. საქართველოს გოგონათა 17-წლამდე გუნდმა კი, ჯგუფში მესამე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. გათამაშების მომდევნო ეტაპზე B2 ჯგუფიდან, ჩრდ. ირლანდიის ნაკრები გავიდა, რომელმაც მინი-ტურნირის მასპინძელ ჩრდ. მაკედონიის გუნდს, დღეს, 3-0 მოუგო და ქულების მაქსიმუმით, 6 ქულით, ჯგუფი მოიგო.