
დღეს ტალინში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ფიგურული ციგურაობაში. ბუნებრივი, ჩვენთვის არატრადიციულ და ახლა სახეობაში, წარმატებების ფონზე, მადა გაგვეხსნა და ყველა სტარტიდან ახალ წარმატებებს ველით. ამჯერად მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველო ერთულ ქალთა და კაცთა შორის არის წარმოდგენილი. საქართველოს სახელით კი მედლებისთვის ბიჭებში კონსტანტინე სუპატაშვილი, გოგოებში კი, ინგა გურგენიძე და ქეთევან მახარაძე შეეცდებიან მედლების მოგებას.
ჩვენი გუნდიდან პირველი, ასპარეზობაში კონსტანტინე ჩაება. სხვათა შორის, ამ კატეგორიაში დღეს იასპარეზა, თუმცა კვალიფიცკაციის გავლა ვერ მოახერხა ლუკა იმედაშვილმა, რომელიც ლიეტუვას სახელით ასპარეზობს. რაც შეეხება კონსტანტინეს, რომელსაც ქუთაისური ფესვები აქვს, 43 მონაწილეს შორის ყინულზე 24 გამოვიდა და მოკლე პროგრამაში, მას შემდეგ შვიდიდან ხუთი ელემენტი მათ შორის ბრუნები სუფთად შეასრულა, ბოლო ორ ელემენტზე შეცდომა დაუშვა და მაღალი საფეხური დაკავების საშუალება არ მისცა. თუმცა, 18 წლის ქართველმა 61.62 (32.58 /29.04) ქულა დაიმსახურა და 21-ე ადგილით, კვალიფიკაციის გავლა მოახერხა. სხვათა შორის, ევროპის მასშტაბით ქართველი, რომლისთვისაც ტალინში მიმდინარე პირველობა რიგით მეორეა, მე-8 ადგილზე აღმოჩნდა.
თავისუფალ პროგრამაშიც ქართველი მოციგურავე 6 მარტს იასპარეზებს და შეეცდება, ასპარეზობა უფრო მაღალ საფეხურზე დაასრულოს. ქართველს მოკლე პროგრამის რეიტინგიდან გამომდინარე პირველ ჯგუფში ვიხილავთ. ასპარეზობა კი, თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.
ხვალ კი, თბილისის დროით 13:00 საათიდან მოკლე პროგრამით ქალები დაიწყებენ ასპარეზობას და ბუნებრივია ყინულში ჯერ ქეთევანი, ბოლო ჯგუფში კი, ინგა იასპარეზებენ.





ჩვენ








