ცხოვრებაძემ „ვისლას“ ექვსი გოლი გაუტანა, თუმცა, მისმა გუნდმა წააგო
ცხოვრებაძემ „ვისლას“ ექვსი გოლი გაუტანა, თუმცა, მისმა გუნდმა წააგო
04.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ხელბურთში, ჩემპიონთა ლიგის მორიგი ჯგუფური შეხვედრა ქართველი ლეგიონერის გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა" ჩაატარა.  საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ხორვატული კლუბი „ვისლას" დაუპირისპირდა და 9 ბურთიანი სხვაობით, 26-34 (მატჩს მიმდინარეობა და სტატისტიკა იხილეთ ბმულზე) წააგო.


აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, 6 ბურთის სხვაობით, 11-17 აგებდა. შეხვედრის ამ მონაკვეთში ქართველის ანგარიშზე ერთი ჩაჭრა და ერთიც გაცუდებული დარტყმა იყო კარში. თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, გიორგიმ ოთხი გოლი ზედიზედ გაიტანა, ამის შემდეგ კი, მეოთხე საგოლე გადაცემაც მიითვალა. საბოლოოდ კი, ცხოვრებაძეს, 9 მცდელობიდან 6 გოლი დაუგროვდა.


„ზაგრები" B ჯგუფში, 12 თამაშის შემდეგ ბოლო, მე-8 ადგილზეა. გუნდს, მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.