
ოთხი გაორებული წონა, ტატო გრიგალაშვილის წილის პირველი მცდელობა, თანაც სხვა წონაში და რეალურად, ბოლო მოსამზადებელი ტურნირი თბილისის გრან სლემის წინ. ქართველი ჯუდოკები 6-8 მარტის ჩათვლით, IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგ შეჯიბრზე, ზემო ავსტრიის გრან პრიზე მიიღებენ მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი, 7 წონით კატეგორიაში (ბიჭებში 6 და ერთი გოგონები) 11 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. ხსენებული გრიგალაშვილის გარდა, ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული გუნდი, საკმაოდ ცნობადი და პოპულარული ჯუდოკებით არის დაკომპლექტებული:
-66 კგ თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ ზაურ დვალაშვილი
-90 კგ ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს ჩატარებული IJF-ის მსოფლიო ტურის ეგიდით გამართულ შეჯიბრებში, ქართველი ჯუდოკების ანგარიშზე, მხოლოდ ერთი, ვერცხლის მედალია, რომელიც ლაშა ბექაურმა რამდენიმე დღის წინ ტაშკენტში მოიგო.





ჩვენ








