
დღეს ჩრდ. მაკედონიაში, სტრუმიცაში საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა 2026 წლის მეორე შესარჩევ რაუნდში B2 ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა ამჯერად ჩრდ. ირლანდიის გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ, რომლებსაც პირველ ტურში დიდი ანგარიშით, 1-4 ლუქსემბურგი ჰყავდათ დამარცხებული და ჩრდ. მაკედონიაში მიმდინარე მინი ტურნირის ლიდერები იყვნენ. შესაძლოა, ამ გარემოებამ განაპირობა ის ფაქტორი, რომ ჩვენმა გოგონებმა თამაში დაძაბულებმა დაიწყეს და სწრაფი გოლი გაუშვეს. მე-6 წუთზე, დაცვა „ჩავარდა" და გოლი მივიღეთ. თუმცა, აბსოლუტურად თანაბარ თამაში, საქართველოს ნაკრებმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა. მე-19 წუთზე, გუნდის კაპიტანმა, ელენე ბოლქვაძემ მოუმზადებლად შორეული მანძილიდან დარტყმულით გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს კი, ირლანდიელები ათნი დარჩნენ.
გეტყვით, რომ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს, რომელსაც მართალია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ანანო წიქარიძე კვლავ აკლდა, თუმცა, ორი მოთამაშე, რომლებსაც დისციპლინარულის გამო პირველი შეხვედრის გაცდენა მოუხდათ, დღეს განაცხადში იყვნენ. შესაბამისად, სკამიც უფრო გრძელი გვქონდა.
მეორე ტაიმი, პირველის ანალოგიურად დაიწყო. ქართველმა გოგონებმა 47-ე წუთზე, უმცირესობაში მყოფი მეტოქისგან გოლი გაუშვეს. მესამე გოლამდე, ჩვენი გუნდი, შეტევაში გაერთო და კონტრშეტევა გამოგვეპარა, ჩრდ. ირლანდიელთაგან პირველი გოლის ავტორმა ები სმითმა კარგად შეამჩნია, ჩვენი კარიდან შორს გამოსული მეკარე, დასწრებაზეც კარგად ითამაშა და არ მისული ჩვენს საჯარიმო მოედნამდე, ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
საბოლოოდ, დავმარცხდით 3-1 და ჯგუფიდან გასვლის შანსი დავკარგეთ. დღესვე ჩრდ. მაკედონიამ ლუქსემბურგი დაამარცხა 2-0 და შესაბამისად, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობაც ამ დაპირისპირებისას გაირკვევა რომელიც 6 მარტს არის დაგეგმილი. ამავე დღეს, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს შეხვდება.
სატურნირო მდგომარეობა ჯგუფში





ჩვენ








