
კალათბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე კალენდარული მატჩის შემდეგ, თბილისი არენაზე ტრადიციული პრეს-კონფერენცია გაიმართა. თავიდან, მედიასთვის კომენტარი დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალან ფოსმა გააკეთა, რომელმაც რამდენჯერმე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დანია, 2029 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას, სწორედ, ამ მსოფლიო საკვალიფიკაციოდან იწყებს.
„საქართველო კარგი გუნდია, ჰყავს რამდენიმე მაღალი კლასის კალათბურთელი, ისეთები როგორებიც თოკო და რიდია. ასეთი, თუნდაც მხოლოდ ორო კალათბურთელის ყოლა გუნდში ნებისმიერი მწვრთნელისა და გუნდის ოცნებაა. საქართველომ მოახერხა კვალიფიკაციის გავლა, რასაც ვულოცავ. რაც შეგვეხება ჩვენ, მოგვიწევს მუშაობა, რადგან 2029-ში მოვახერხოთ ევრობასკეტის საგზურის მოპოვება. ამისთვის უნდა ბევრი ვიმუშაოთ, მათ შორის გუნდში ახალგაზრდების მოზიდვით, იმ ახალგაზრდა კალათბურთელების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ახლა, ჩვენთან ხორციელდება. ეს თამაშები კარგი გამოცდილება იყო, მომავალში ვეცდებით განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები", - ამბობს ალან ფოსი, დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
დანიელების შემდეგ კი, მედიასათან სალაპარაკოდ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი და ჩვენი ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი მარკის რიდი შევიდნენ:
„დღეს ვიყავით ფოკუსირებულები, ენერგიულები. კარგად ვითამაშეთ დაცვაში და მომავალ სათამაშო ფანჯარაში შევეცდებით მოვემზადოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. დღეს დარბაზში, საკმაოდ კარგი ატმოსფერო იყო, რაც ენერგიას გვაძლევდა. ჩემს ახალ გუნდს რაც შეეხება, ყველა კარგად შემხვდა და მიმიღო. მომწონს რომ აქ ვარ და მოთამაშეებს ვეხმარები. ანგარიშის მიუხედავად არ იყო მარტივი თამაში, თუმცა, დანიასთან ჩატარებული ორი შეხვედრიდან, ჩემს თამაშს ვპოულობ, ვეცადეთ წინა თამაშში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. დღეს გვქონდა უფრო მეტი სივრცე და უფრო მეტს ვუტევდით", - ამბობს მარკუს რიდი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ახალი ლეგიონერი, რომელმაც დღეს საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი, 29 ქულა მოუტანა.
აი ჯიკიჩმა კი, მადლობებით დაიწყო, პირველ რიგში იმ კალათბურთელების მიმართ, რომლებმაც დანიაში გამგზავრებამდე გუნდთან ერთად შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა.
„მადლობა ყველას თამაშზე მოსვლისთვის. დღეს, რასაც ვგეგმავდით, გავაკეთეთ. არ იყო ადვილი, რადგან უნდა ვისწავლოთ, თამაშიდან თამაშამდე მაღალ დონეზე ასპარეზობა, ეს არ არის მარტივი. ამ მიმართულებით, გავაგრძელებთ მუშაობას. მე ვგრძნობ, რომ ბევრი რაღაც გამოვასწორეთ, თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოთამაშეს, რომლებმაც მიიღეს მოწვევა ეროვნულ ნაკრებში და მონაწილეობა მიიღეს იმ შეკრებაში, რომელიც დანიაში წასვლამდე თბილისში გავიარეთ. ეს ორი მოგება, მათი დახმარების შედეგია. დანია, გააკეთა სწორი არჩევანი, როდესაც აქცენტი ახლაგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა და ამზადებს ახალ გუნდს, ევრობასკეტის 2029 კვალიფიკაციისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია მოკლე დროში ძალები აღიდგინო და იყო , მაგრამ ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. ზოგჯერ ეს განსაკუთრებით რთულია მათთვის ვისაც არ აქვს მსგავსი რეჟიმის სათამაშო პრაქტიკა და ეს არ ზის მათ ჩვევაში, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ეს არის პროცესი, შევუცვალოთ ის ჩვევა რაც აქვთ, ვცდილობთ ავუხსნათ, როგორი არის ხვალინდელი კალათბურთი. ჩვენში დარჩეს და მეც დავიღალე", -ამბობს ალექსანდრ ჯიკიჩი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოახერხა სერბმა, რომ მისმა გუნდმა მთელი თამაშის მანძილზე მაღალი სათამაშო ტემპი შეინარჩუნა და იყო ტონუსში, ჯიკიჩმა ალალად უპასუხა, რომ ისიც დაიღალა. საკმაოდ საინტერესო და ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ჭკუის სასწავლებელი პასუხი გასცა ქართველი ჟურნალისტების ორნაწილიან კითხვას მერკვილაძისა და ხატიაშვილის თაობაზე.
„მერკვილაძეს მე არ ვთვლი ახალგაზრდად, ის სენიორია. ამ ორ კალათბურთელს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ახალგაზრდა იყო შეკრებაზე ცოტნე (ცარციძე). მერკვილაძეს მე მივეცი შანსი და სათამაშო დრო. ის, ბევრ შემთხვევაში იყო პროდუქტიული, თუმცა, მას შეუძლია იყოს უფრო კარგი", - ამბობს ჯიკიჩი და შემდეგ, უკვე მათესთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას ანვითარებს. სერბი სპეციალისტი დასკვნით წინადადებაში, შესაძლოა მედიასაც გვაფრთხილებს და რა დაგიმალოთ და ჩვენც ვეთანხმებით - მათე ხატიაშვილს ყველაზე ცუდს გავუკეთებთ, თუ მუდამ ვეტყვით, რომ მას აქვს დრო, მაგრამ დრო არაფერია და ის მომენტალურად გადის. მან უნდა ისწავლოს, რომ ადვილი გზა რთული გზა არის.
„მათეს რაც შეეხება საინტერესო სიტუაცია გვაქვს, რაც პირადად მე არ მომწონს. ის არის 17 წლის, მისი გუდი არ აძლევს უფლებას უფრო მეტი დროს იყოს ეროვნულში. მასზე გავეცი კრედიტი, რასაც არ აკეთებს. ვცილობ გუნდში ყველამ გაიგოს, რას ნიშნავს მოხვდნენ ბოლო 12-14 კაცში. ახლა, იმიტომ მოხვდა 14 მოთამაშეში, რომ მანამდე მას კლუბმა არ მისცა აქ ჩამოსვლის ნება. ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიფიქროთ. ის არაა პრიორიტეტში, რადგან ჯერ ძალიან ბევრია რაც უნდა ისწავლოს. უპირველესად, სხეულის ფლობა. თუ უნდა, რომ გახდეს პროფესიონალი მოთამაშე, მან ამაზე უნდა იზრუნოს. კი, არის ტალანტი, მაგრამ ჩემი მრავალწლიანი სამწვრთველო გადმოსახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მინახავს, რომლებიც აღარ განვითარებულა. მან უნდა გაიგოს, რას ნიშნავს პროფესიონალი. უნდა გადადოს ყველაფერი გვერდზე და იფიქროს, როგორ გახდეს პროფესიონალი. ეს მისი პროფესიაა, არ ინდა იყოს მისი ჰობი", - ამბობს ჯიკიჩი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მატჩი ჩაატარა, საიდანაც მეორე გამარჯვება იზეიმა და შესაბამისად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ფოტო: © FIBA





ჩვენ








