საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა დანიას მეორედაც მოუგო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა დანიას მეორედაც მოუგო
02.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება დღეს, თბილისში, დანიის ნაკრებთან საპასუხო შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. შესაბამისად, ჯგუფში დარჩენილი ორი მატჩი, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს, ქულების დასაგროვებლად დასჭირდება.


მანამდე კი დღეს, საქართველოს ნაკრებმა ოთხდღიან მონაკვეთში, ზედიზედ მეორედ დაამარცხა დანიის ნაკრები, ამჯერად უფრო დამაჯერებელი ანგარიშით, 89-60. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა, დღეს უფრო დამაჯერებელი და დალაგებული მატჩი ჩაატარა. მეტნაკლებად ქაოტური პირველი მეოთხედის შემდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა 21-17 მოიგო, მომდევნო მონაკვეთი უკვე დამაჯერებლად 22-14 მოიგო და პირველი ტაიმის შემდეგ, კომფორტული 12-ქულიანი უპირატესობით, 43-31 მოიგო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენი გუნდის ლიდერი თორნიკ შენგელია, ახლოს იყო ორმაგ დუბლთან - კაპიტანს პირველი ტაიმის ბოლის 9 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა.


აღსანიშნავია, რომ ჯიკიჩის გუნდმა იმავე ხუთეულით დაიწყო თამაში, როგორიც 27 თებერვალს (თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, მარკის რიდი, გიორგი ტურძილაძე და გიორგი ოჩხიკიძე), თუმცა, ამჯერად პირველი ტაიმის შემდეგ, ქულები თითქმის თანაბრად იყო გადანაწილებული. შენგელიას მსგავსად 9 ქულა ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს, რომელმაც დანიასთან პირველ შეხვედრაში სამქულიანების მაღალი პროცენტულობით ბევრი აღაფრთოვანა. სხვათა შორის, მერკვილაძის ეს 9 ქულაც, სამიდან სამი ზუსტი სამქულიანი იყო. 8 ქულა ჰქონდა დუდა სანაძე, 2 გიორგი ტურძილაძეს, აი, ჩვენი გუნდის ახალი ლეგიონერის ანგარიშზე კი, 14 ქულა იყო.


კოპენჰაგენში გამართული მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მესამე მეოთხედი, ჩვენი გუნდისთვის ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. მეოთხედი 30-18 მოვიგეთ. დასკვნითი მონაკვეთის წინ კი, 24 ქულა შეადგინა, 73-49. ამ ანგარიშმა საქართველოს ნაკრების სერბ სპეციალისტს საშუალება მისცა ბოლო მონაკვეთში ვილის ისიანისთვის და მათე ხატიაშვილისთვისაც მიეცა სათამაშო დრო. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ეს მონაკვეთი ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა, თუმცა, ისევ ქართველთა გუნდის გამარჯვებით, 16-11 დასრულდა. შეხვედრა კი, ჩვენმა გუნდმა 89-60 მოიგო.


მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებიდან ყველა მოთამაშეს ჰქონდა მატჩში მონაწილეობა მიღებული, თუმცა, 89 ქულა (მატჩის სრული ტექნიკური ჩანაწერი) მხოლოდ, 7 კალათბურთელზე იყო გადანაწილებული: თორნიკე შენგელია (27 ქულა, 11 მოხსნა, მარგი ქმედების კოეფიციენტი 36), მარკის რიდი (29 ქულა, 7 ასისტი, მქკ 34), ალექსანდრე მერკვილაძე (12 ქულა, 8 მოხსნა),დუდა სანაძე (8 ქულა), კახაბერ ჯინჭარაძე (7 ქულა), გიორგი ტურძილაძე (4 ქულა), მათე ხატიაშვილი (2 ქულა, 1 მოხსნა).


სატურნირო მდგომარეობა