წყალტუბოს „სამგურალმა“ მოგებით დაიწყო

02.03.2026
ავტორი: TSFF.Ge
დღეს პეტრო არენაზე საქართველოს საფეხურო ჩემპიონატის პირველი ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. „გაგრამ", „სამგურალს" უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. გიორგი ონიანის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე კლაუდიო სებოლინიას გოლით გახსა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო პირველი ტურის სამი შეხვედრა 11 აპრილისთვის გადაიდო.
ეროვნული ლიგის მე-2 ტური 6 მარტს, გასული სეზონის პრინციპული მეტოქეების, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის თბილისის „იბერია 1999"-სა და საქართველოს თასის მფლობელი გორის „დილას" მატჩით გაიხსნება. რა თქმა უნდა თუ კვლავ უამინდობა არ შეუშლის ხელს, 6 მარტს დაწყებული ტური 8 მარტს დასრულდება.





ჩვენ








