კარგი დასაწყისია... გპირდებით აჟღერდება ქართული ჰიმნი!
კარგი დასაწყისია... გპირდებით აჟღერდება ქართული ჰიმნი!
01.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტაშკენტში დასრულებული ტურნირის შემდეგ, სადაც ქართველმა ჯუდოკამ ლასა ბექაურმა ვერცხლის მედალი მოიგო, პირად სოციალურ ქსელში გულშემატკივარს მიმართა:


„ჩემო სიყვარულებო მადლობა გულშემატკივრობისთვის. უფალი ჩვენთან არის! მიყვარხართ. კარგი დასაწყისია! წინ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს და გპირდებით იქ აჟღერდება ქართული ჰიმნი", - წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.


შეგახსენებთ, რომ 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვით, უზბეკეთში, IJF-ის მსოფლიო ტურის მეორე გრან სლემი გაიმართა, რომელიც 15 ქართველმა ჯუდოკამ მიიღო მონაწილეობა. ასპარეზობის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლები მოგების შანსი, -57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანს და -60 კგ-ში ლუკა გადელიას ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველები დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.


ლაშამ კი, დღეს, 1/2 ფინალამდე ყველა შეხვედრა იპონით მოიგო, 1/2 ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა და ფინალში, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანელ ფატიევთან დასანანი მარცხი იგემა და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა, ამ მომენტში, იმის გათვალისწინებით, რომ ტაშკენტის გრან სლემი ქართველი ჯუდოკასთვის 2026 წლის პირველი შეჯიბრი იყო. ალბათ, ისევე როგორც ეთერ ლიპარტელიანისთვის, რომელიც ბექაურის მსგავსად, უახლოეს შეჯიბრში შეეცდება შედეგის გაუმჯობესებას.


აქვე შეგახსენებთ, რომ მომდევნო IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგი გაჩერება, ზემო ავსტრიის გრან პრია, თუმცა, იქ არც ლაშა და არც ეთო არ არიან განაცხადში. აი, უკვე მომდევნო შეჯიბრზე, თბილისის გრან სლემზე კი, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, მასპინძელი ქვეყნის გუნდის შემადგენლობა უცნობია.