
ტაშკენტში, IJF-ის მსოფლიო ტურნეს მეორე შეჯიბრის, ტაშკენტის გრან სლემის მესამე და ბოლო საასპარეზო დღეც მალე დასრულდება. ტურნირში მოასპარეზე 15 წევრიანი ქართული გუნდიდან კი, მხოლოდ ერთმა, ლაშა ბექაურმა მოახერხა მედლის მოგება.
მას შემდეგ, რაც -90 კგ წონით კატეგორიაში 25 წლის ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და წონის რეიტინგის მეოთხე ნომერმა ბადეში სამი შეხვედრა იპონით მოიგო, რუმინელი ალექს გრეტისთან, შემდეგ უზბეკი დავლათ ბობონოვთაან და კორეელი კიმთან, 1/2 ფინალში იაპონელი რიკუ დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. თუმცა, ფინალში, აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ამავე წონაში გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველ წრეში რუსი დაამარცხა, მოგვიანებით კი, იაპონელ რიკუსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
საერთო ჯამში დღეს, ტაშკენტის გრან სლემზე კაცებში, მედლების ბოლო სამი კომპლექტი გათამაშდა, სადაც ძალები ზემოთხსენებულ წონასთან ერთად, საქართველოს წარმომადგენლებმა კიდევ ორში სცადეს.
-100კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ და თორნიკე ფოლადიშვილმა სასტარტო შეხვედრები მოიგეს, თუმცა, მომდევნო წრეში ფოლადაშვილი აზერბაიჯანის წარმომადგენელ ზელიმ კოცოევთან, ხოლო სანებლიძე, რუსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
რაც შეეხება +100კგ წონით კატეგორიას აქ, ჩვენი ჯუდოკები კვლავ უზბეკებმა შეაჩერეს - გელა ზაალიშვილი პირველივე წრეში, საბა ქარდავა კი, გერმანიის სახელით მოასპარეზე ერთ-ერთი უძილაურის დამარცხების შემდეგ.
ფოტო: © IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








