
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის იყო რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.
საფრანგეთი
ნიკოლოზ კალანდაძისთვის შედეგიანი გამოდგა „სესონ რენთან" სტარ ლიგის მე-18 ტურის მატჩი. ქართველი ლეგიონერის „ექს ან პროვანსმა" საკუთარ კედლებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (35-28). კალანდაძე ხუთი გოლით და ამდენივე ასისტით ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ხორვატია
გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრები" საჩემპიონო წრის მესამე ტურში „ტროგირს" გასვლაზე ეთამაშა და მოლოდინისამებრ დაამარცხა (34-19). ხორვატიის პრემიერ ლიგის ლიდერის გამარჯვებაში ქართველის წილი 4 გოლია.
ისლანდია
გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირი" ისლანდიის თასის ნახევარფინალში დედაქალაქურ „რეიკიავიკს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით - 31-32 დამარცხდა. ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო ისლანდიელთა ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.
პოლონეთი
მირიან გავაშელიშვილმა და „ოსტროვიამ", სუპერ ლიგის 21-ე ტურში „ხრობრი გლოგუვს" უმასპინძლა 30-26 დაამარცხა. გავაშელიშვილი თანაგუნდელებს სამი გოლით დაეხმარა.
ამავე ტურში ითამაშა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ", რომელიც გასვლით მატჩში „კვიძინს" დაუპირისპირდა, 26-31 წააგო. „ლეგიონოვოს" ქართველმა ხუთი სეივი შეასრულა.

რუმინეთი
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ითამაშეს რუმინელთა ქართველმა ლეგიონერებმა.
ირაკლი კბილაშვილმა და მისმა „პოტაისა ტურდამ" საკუთარ მოედანზე „ბუზეუ" მიიღო და 39-33 მოუგო. მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო კბილაშვილი, რომელმაც 6 გოლი გაიტანა.
„კონსტანტას" რიგებში ითამაშა ხაზეინ რუსტამოვმა, თუმცა შედეგიანი თამაში არ ჰქონია. რუსტამოვმა „ვასლუისთან" ფრედ დასრულებულ (27-27) შეხვედრაში ერთი ასისტი შეასრულა.





ჩვენ








