
დიდთოვლობის მიზეზით გადადებული მატჩების მიუხედავად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. დაწყო პირველი სწრაფი გოლი, ბევრი ყვითელით, პირველი გაძევებით, ულამაზესი „მაკრატელათი" და პირველი მოულოდნელი შედეგით...
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, დღეს, „ტორპედომ" ეროვნული ლიგის დებიუტანტს თბილისის „სპაერს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. არადა, ქუთაისელებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა, გიორგი კოხრეიძემ პირველივე წუთზე გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. ამის შემდეგ იყო საკმაოდ უხეში თამაში, რომლის დროსაც მატჩის მთავარ მსაჯს, ალეკო აფციაურს ექვსჯერ ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა.
ამ ბარათებიდან ერთ-ერთი, 53-ე წუთზე „გაწითლდა", ტორპედოელი ალეკო ბასილაძე გააძევეს და მასპინძლებს დარჩენილ დროში კაცნაკლული შემადგენლობით მოუხდათ შეხვედრის გაგრძელება. ამ უპირატესობით კი, კარგად ისარგებლებს დებიუტანტებმა, რომლებსაც ძლიერთა „დასჯა" სჩვევიათ. „სპაერის" აქტიურობას, მასპინძელთა კარში დანიშნული 11-მეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზუსტად შეასრულა გიგა სამხარაძემ. მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე კი, თბილისელთა კოხრეიძემ, ლაშამ გამოიჩინა თავი და სტუმრებს, სადებიუტო თამაშიდან 3 ქულა წამოაღებინა.
ამ ტურის სამი შეხვედრა, როგორც ჩვენი გვერდი იტყობინებოდა უამინდობის გამო 11 აპრილისთვის გადაიდო. კიდევ ერთი მატჩი „გაგრასა" და „სამგურალს" შორის კი, 2 მარტს არის დაგეგმილი.
ფოტო: "სპაერი"





ჩვენ








