მორიგი დღეც ტაშკენტის გრან სლემზე ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა
მორიგი დღეც ტაშკენტის გრან სლემზე ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა
28.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ტაშკენტში მიმდინარე გრან სლემი ქართული გუნდისთვის ვადაზე ადრე დასრულდა. IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგ გრან სლემზე დღეს, მედლების 4 კომპლექტი თამაშდებოდა, რომელთაგან ორ წონით კატეგორიაში, -73 კგ და -81 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ჯუდოკებიც ასპარეზობდნენ.


-73კგ წონაში მიხეილ ბახბახაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობდნენ. ბახბახაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა, მომდევნო მასპინძელ ტოშევთან დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა. მეორე წრიდან დაიწყო ნინიაშვილმა და 1/4 ფინალშიც იბრძოლა, თუმცა, ისიც უზბეკთან დამარცხდა, გადაერთო რეპეშაჟში, თუმცა იქ, იაპონელ უჩიმურასთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლა შეწყვიტა.


-81კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძე და ირაკლი ბეროშვილი ასპარეზობდნენ. ბეროშვილმა მეორე წრიდან დაიწყო და სამწუხაროდ დამარცხდა. მეორე წრიდან დაიწყო გოჩილაიძემაც და პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა, მომდევნოში, შვეიცარიელ აურელიენ ბონფერონისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


კიდევ ორი ქართველი ასპარეზობდა, ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი), რომელიც თურქეთს წარმოადგენს წლებია და ნუგზარ ტატალაშვილი (გაერთიანებული საამიროები) -81 კგ წონით კატეგორიაში. ორივემ მეორე წრიდან დაიწყო, ვადათმა თავიდან ფრანგი დიალო დაამარცხა და მომდევნო დაპირისპირება ჩინელ ვანგთან დათმო. რაც შეეხება ტატალაშვილს, მან, ტურნირზე მოასპარეზე სხვა ქართველების „ბედი გაიზიარა" და ისიც უზბეკთან დამარცხდა.


ხვალ, ტაშკენტის გრან სლემზე მედლების ბოლო კომპლექტები გათამაშდება. საქართველო სამ წონაში 6 სპორტსმენით წარსდგება ტატამზე. მათ შორის ერთი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია:

-90კგ ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი

-100კგ ონისე სანებლიძე ,  თორნიკე ფოლადიშვილი

+100კგ გელა ზაალიშვილი,  საბა ქარდავა



ფოტო: © IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი