
საქართველოს საფეხბურთო სეზონი რამდენიმე საათში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა" და ეროვნული ლიგის დებიუტანტის, „სპაერის" შეხვედრით გაიხსნება. წლის პირველ შეხვედრას ალეკო აფციაურის ხელმძღვანელობით ბორის ჟვანია და კახა კახაბერი მოემსახურებიან. მეოთხე მსაჯი კი, მანუჩარ კიკორია იქნება.
თუმცა, საფეხბურთო სეზონი, დიდთოვლობის გამო, კალენდარში მცირედი ცვლილებებით იწყება. დიდთოვლობის გამო ეროვნული ლიგის სამი შეხვედრა: „იბერია 1999" - „მეშახტე", „დილა"-„რუსთავი" და „დინამო თბილისი" - „დინამო" ბათუმი გადაიდო.
ფედერაციის ინფორმაციით ასევე გადაიდო ლიგა 2-ის ორი შეხვედრა „თელავი"-„არაგვი, ასევე, „გარეჯი" - „ოდიში 1919".
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის ზემოთხსენებული შეხვედრები 28 თებერვალს და 1 მარტს უნდა გამართულიყო თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გამო, კიდევ ერთხელ ვიტყვით, გადაიდო და 11 აპრილს ჩატარდება.
ჩვენი ინფორმაციით, ამავე მიზეზით, ასაკობრივი ლიგის რამდენიმე შეხვედრა გადაიდო.
აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის პირველი ტურის კიდევ ერთი შეხვედრა „გაგრასა" და „სამგურალს" შორის 2 მარტს არის ჩანიშნული, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე. ეროვნული ლიგა 2-ის სამი შეხვედრა კი, ხვალ, 1 მარტს იგეგმება.





ჩვენ








