მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც მოდუნების უფლებას აღარ გვაძლევს
მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც მოდუნების უფლებას აღარ გვაძლევს
28.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართვლოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა გამათა ამჯერად, დანიის ნაკრების წინააღმდეგ, კოპენჰაგენში და 18 ქულიანი სხვაობით, 71-89 დაამარცხა. მიუხედავად სოლიდური სხვაობისა, საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 2 მარტს თბილისში გაიმართება, ჩვენი ნაკრების სერბ სპეციალისტს, აუცილებლად მოუწევს შეხვედრის პირველი და მეოთხე მეოთხედების დეტალური გარჩევა.


პირველში, რომელიც 12-12 დასრულდა, ქართულ გუნდს არაფერი გამოსდიოდა პერიმეტრიდან სროლებისასა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში პირველი წუთებიდან წაიყვანა, დანიელებმა მოახერხეს7 ქულით გაქცევა. მონაკვეთის ბოლოს კი, ჩვენი გუნდიდან ჩაგდებული 12 ქულა მხოლოდ სამ კალათბურთელზე მოდიოდა - თორნიკე შენგელიაზე (6), მარკის რიდი (4) და დუდა სანაძე (2). ჯიკიჩის სასტარტო ხუთეული დღეს შემდეგი იყო, მარკის რიდი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი ოჩხიკიძე. მათ გარდა, პირველ მეოთხედში კიდევ ხუთ კალათბურთელს მოუხდა ჩართვა.


თითქმის ანალოგიური სცენარით დაიწყო განვითარება მომდევნო მეოთხედმა - პერიმეტრიდან ისევ არ მიგვდიოდა თამაში, სანამ კახა ჭინჭარაძემ ნავსი არ გატეხა და პირველი სამქულიანი არ ჩააგდო. რეალურად, ამ მომენტის შემდეგ, ჩვენებმა კიდევ ორი სამიანი ჩააგდეს და ზოგადად მოახერხეს უპირატესობის გაზრდა. საბოლოოდ, მონაკვეთი 20-27 მოიგეს. ამ მომენტისთვის სანაძეს კვლავ 2 ქულა ჰქონდა, 2-2 ქულა დააგროვეს ტურძილაძემ და ოჩხიკიძემ. 3 ქულა ჰქონდა ჯინჭარაძეს. რიდს 12 ქულა დაუგროვდა აქედან, ერთი სამქულიანი. რაც შეეხება თოკოს, კაპიტნის ანგარიშზე 18 ქულა იყო, 8 მოხსნასთან ერთად. მეორე მეოთხედის ბოლოს, საქართველოს ნაკრების თამაში, ნელ-ნელა ემსგავსებოდა იმას, რასაც ამ გუნდმა წლების მანძილზე მიგვაჩვია.


აი, მესამე მეოთხედში კი, საგრძნობლად გამოსწორდა პროცენტულად 3 ქულიანების მაჩვენებელი. შეხვედრის ამ მონაკვეთის „მბრძანებელი" ალესქანდრე მერკვილაძე იყო, რომელმაც ოთხჯერ ზედიზედ, საკმაოდ რთული სამქულიანი ჩააგდო და 12 ქულა დააგროვა. სამქულიანები წაუვიდა დუდა სანაძესაც, რომელმაც ბოლო მონაკვეთის წინ საკუთარი მონაგარი 2-დან 11 ქულამდე გაზარდა (3-ჯერ 3 ქულიანი). ერთ მომენტში ქართული გუნდის სასარგებლოდ, სხვაობამ 30 ქულაც შეადგინა, თუმცა, მონაკვეთი ჩვენებმა 15-38 მოიგეს, ტაბლოზე კი, 47-77 ენთო.


როგორც ჩანს ამ გარემოებამ, ჩვენი გუნდი მოადუნა, ან სულაც, ძალები შემოინახა საპასუხო თამაშისთვის და კოპენჰაგენიდან თბილისისკენ გრძელი გზისთვის. ბოლო მეოთხედი 12 ქულით, 24-12 წავაგეთ. თუმცა, საბედნიეროდ, თამაში მოვიგეთ. სწორედ, ეს „მოდუნება" უნდა იყოს, ჩვენი სუბიექტური აზრით საპასუხო თამაშის წინ მთავარი სამუშაო ქართული გუნდისთვის, რადგან ჯიკიჩის გუნდს, თბილისში ძალიან სჭირდება გამარჯვება, თან სოლიდური სხვაობით.


საბოლოოდ, ქართული გუნდიდან გადაღლილი კაპიტანი, რომელიც ბოლონიაში გამართული ევროლიგის თამაშის შემდეგ, პირდაპირ მსოფლიო შესარჩევზე აღმოჩნდა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 28 მარგი ქმედების კოეფიციენტით, 24 ქულით, 7 მოხსნითა და 5 ასისიტით გახდა. 3 ბლოკი მიიწერა გიორგი ტურძილაძემ, საქართველოს ნაკრების დებიუტანტ, ნატურალიზებულ ლეგიონერზე კი, გუნდთან ერთად პირველ შეხვედრაში 3 „მოპარვასთან" ერთად, 18 ქულა, ორი მოხსნა და 5 ასტისტია.


მატჩის სრული ტექნიკური ოქმი იხილეთ ბმულზე.



ფოტო: (C) FIBA