
დღეს ტაშკენტში სტარტი აიღო ჯუდოში 2026 წლის მსოფლიო ტურის მორიგმა გრან სლემმა. 15 კაციანი ქართული გუნდიდან დღეს ტატამზე ჩვენი ჯუდოკები სამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. მათ შორის ერთში, -57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ჯუდოკა ქალი, ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობდა.
ეთომ, მეორე წრიდან დაიწყო. 2026 წლის პირველ შეჯიბრზე, ქართველმა მარტივად მოახერხა თურქი ჰასრეთ ბოზთურქი და ბრაზილიელი ბიანკა რეისი, რის შემდეგაც 1/2 ფინალში მოახერხა გასვლა. აქ კი, ჩვენი ჯუდოკა, ტურნირის მასპინძელ, შუქურიონ ამინოვას დაუპირისპირდა და საკმაოდ საკამათო სიტუაციაში, დამატებით დროში ეთო დაამარცხა - ალბათ, უფრო მასპინძლის სტატუსმა, თანაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ტურნირის მასპინძელი გულშემატკივრის წინაშე, თავისი გააკეთა. ისე საინტერესოა, ერთ თვეში მოახერხებს თუ არა თბილისურ გრან სლემზე ამინოვა ბევრად ძლიერ ლიპარტელიანთან გამკლავებას. მანამდე კი, როგორც ჩანს, უსამართლობის განცდა ეთოს ბრინჯაოს ფინალშიც გადაჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ ხორვატ ანა ვიქტორია პულიიზთან, მალევე მოახერხა ვაზარის აღება და რეალურად ახერხებდა შეხვედრაში დომინანტი ყოფილიყო, ჯერ ვაზარი გაუშვა, დამატებით დროში იუკო და სამწუხაროდ დამარცხდა. თუმცა, ეს წლის მხოლოდ პირველი შეჯიბრი იყო და შესაბამისად, ტურნირიდან ტურნირამდე, ქართული ქალთა ჯუდოს მწერალი, წელს მთავარ ტიტულებს აუცილებლად მოიგებს.
კაცებს შორის ორ წონით კატეგორიაში, ჩვენი გუნდის ოთხმა წარმომადგენელმა იასპარეზა. -60კგ წონაში საქართველოს მათე გოგობერიშვილი და ლუკა გადელია წარმოადგენდნენ. გადელიამ, ორი შეხვედრის მოგება მოახერხა და 1/2 ფინალში გადასასვლელად წონის ფინალისტთან აჰმად იუსიფოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, საიდანაც საბოლოოდ, მოახერხა ფინალურ ბლოკში გასვლა თუმცა, ბრინჯაოს ბლოკში, უზბეკ დოსტოვ რუზიევთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. თუმცა, ჩვენი აზრით, ქართველმა კარგი გამოცდილება მიიღო.
-66კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძე და თემურ ნოზაძე ასპარეზობდნენ. ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ თემურს არ გაუმართლა და მეორე წრეში იაპონელ ჰიფუმი აბეს გადაეყარა და სამწუხაროდ დამარცხდა. თავის მხრივ ერთი შეხვედრა მოიგო ნადირაძემაც.
ამრიგად, პირველ დღეს, სამწუხაროდ ჩვენი გუნდი მედლების გარეშე დარჩა. ხვალ, თბილისის დროით 09:30 საათიდან „საქმეში" -73კგ წონაში მიხეილ ბახბახაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი, -81კგ-ში კი, დიმიტრი გოჩილაიძე და ირაკლი ბეროშვილი ჩაერთვებიან. სახელებიდან გამომდინარე, ქართულ გუნდს, მედლების მოლოდინი ხვალაც აქვს. ასე რომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ფოტო: © IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








