
დღეს ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ევროპის ლიგის 2025-2026 წლების სეზონის 1/8 ფინალების წილისყრა გაიმართა. მთავარი ტროფეისკენ, რომელიც უეფა-ს ყველა სხვა თასს შორის ყველაზე მძიმეა, მიმავალი გზა, ალბათ, ერთადერთია, რომელის გათამაშებაში აღარ შემორჩნენ ქართველი ლეგიონერების გუნდები. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტურნირი, ფეხბურთის ქართველ ქომაგების თვალში, ინტერესს არ ჰკარგავს.
1/8-ფინალი შეხვედრები 12 და 19 მარტს გაიმართება.
„ფერენცვაროში" - „ბრაგა"
„პანათინაიკოსი" - „ბეტისი"
„გენკი" - „ფრაიბურგი"
„სელტა" - „ლიონი"
„შტუტგარტი" - „პორტუ"
„ნოტინგემი" - „მიდტიულანდი"
„ბოლონია" - „რომა"
„ლილი" - „ასტონ ვილა"
დღესვე წილი უყარეს 1/4-ფინალურ წყვილებსაც. აქ გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან და თამაშებს, 9 და 16 აპრილს გამათავენ:
„ფერენცვაროში"/"ბრაგა" - „პანათინაიკოსი"/"ბეტისი" (1)
„გენკი"/"ფრაიბურგი" - „სელტა"/"ლიონი" (2)
„შტუტგარტი"/"პორტუ" - „ნოტინგემი"/"მიდტიულანდი" (3)
„ბოლონია"/"რომა" - „ლილი"/"ასტონ ვილა" (4)
ბოლოს წინა, 1/2-ფინალურ ეტაპზე მეოთხედფინალი 1 - მეოთხედფინალი 2 გამარჯვებულები იბრძოლებენ ფინალური საგზურისთვის, ისევე, როგორც მეოთხედფინალი 3 - მეოთხედფინალი 4-თან. აქ, თამაშები 30 აპრილსა და 7 მაისს არის ჩანიშნული.
რაც შეეხება ფინალს, ის 20 მაისს, სტამბოლში, „ბეშიქთაშის" სტადიონზე გაიმართება.
თავში კი აღვნიშნეთ, რომ სტამბოლის მიმართულებით ტურნირი ქართველების გარეშე გრძელდება, თუმცა, არაა გამორიცხული და წინა წლების პრაქტიკა გვაიმედებს, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის თამაშებს, შესაძლოა ქართველი მსაჯები მოემსახურონ.





ჩვენ








