
დღეს უეფა-ს კონფერენს ლიგაზე ორი ქართველი ლეგიონერის გუნდი თამაშობდა. თავდაპირველად, ხორვატულ „რიეკაზე", რომელმაც ფლეი-ოფის ეტაპი გადალახა და ახლა წილისყრას ელოდება, რომ 1/8 ფინალში მეწყვილეს ვინაობა შეიტყოს.
შეგახსენებთ, რომ „რიეკასა" და კვიპროსული „ომონიას" პირველი დაპირისპირება, კუნძულზე, სტუმრების გამარჯვებით 0-1 დასრულდა. ამ შეხვედრაში, ევროტურნირების ფლეი-ოფის ამ ეტაპზე დებიუტი ჰქონდა თორნიკე მორჩილაძეს. თუმცა, ქართველმა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შევიდა, სამწუხაროდ, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და საპასუხო მატჩის გამოტოვება მოუხდა. დღევანდელი შეხვედრა კი, რომელიც რიეკაში გაიმართა, ხორვატული გუნდის გამარჯვებით 3-1 დასრულა. ორი შეხვედრის ჯამშიც, მორჩილაძის გუნდმა შემდეგ ეტაპზე მოახერხა გასვლა. ასე რომ უეფა-ს კონფერენს ლიგაზე ქართველის ხორვატული კლუბი ასპარეზობას აგრძელებს.
მეორე ქართველის კლუბი, შვეიცარიული „ლოზანა" კი, სამწუხაროდ, ევროტურნირებს დაემშვიდობა. ტრავმით გამოწვეული სოლიდური პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა მოედანს დაუბრუნდა. ჩეხურ „სიგმა ოლომოუცისთან" ფრედ, 1-1 დასრულებული პირველი შეხვედრის შემდეგ, „ლოზანამ", საპასუხო შეხვედრა 1-2 წააგო, შესაბამისად, წააგო ორი შეხვედრის ჯამშიც და ასპარეზობას გამოეთიშა. „სიგუ" კი, მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. ამ მომენტში, ქართველის გუნდი, უკვე 1-2-ს აგებდა, პირველი ტაიმის შემდეგ.
უეფა-ს კონფერენს ლიგის წილისყრა ხვალ, 27 თებერვალს გაიმართება.





ჩვენ








