
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ალბანეთში მიმდინარე ტურნირი მხოლოდ ორი მედლით დაასრულეს. 92 კგ წონით კატეგორიაში, მირიან მაისურაძე ვერცხლის მედლის პრიზიორია. 79 კგ-ში ლუკა ჩხიტუნიძეს კი, ბრინჯაო ერგო.
25 თებერვალიდან 1 მარტის ჩათვლით ტირანაში , ტირანაში წლის რიგით მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობას როგორც თავისუფალი, ასევე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მიიღებენ. თუმცა, პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვიდნენ. სართო ჯამში, მედლებისთვის ჩვენი გუნდის 14 წარმომადგენელი იბრძოდა. 9 წონითი კატეგორიიდან ჩვენს გუნდს, 5 წონა გაორებული ჰქონდა.
57 კგ - რობერტ დინგაშვილი
61 კგ - გიორგი ღონიაშვილი, რამაზ თურმანიძე
65 კგ - ნიკა ზაქაშვილი, მიხეილ ბერძნიშვილი
70 კგ - აკაკი ქემერტელიძე
74 კგ - გიორგი ელბაქიძე
79 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე
86 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე, დაჩი პაპინაშვილი
92 კგ - მირიან მაისურაძე, ზაურ ბერაძე
97 კგ - ანდრო მარგიშვილი
პირველ საასპარეზო დღეს 6 წონამ იასპარეზა, თუმცა, ფინალურ ბლოკში, ისიც ბრინჯაოს მედლებისთვის ორმა გააღწია - 74 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი ელბაქიძემ, რომელმაც 1/2 ფინალი ყირგიზ ტოკტომბეტოვთან 2-0 დამარცხდა, მოგვიანებით ამერიკელ მონდეისთანაც დამარცხდა 9-2 და საბოლოოდ, მედლის გარეშე დარჩა. არადა მანამდე, ქართველმა ფალავანმა ინდოელი პარვინდერი 8-2, თურქი ომერ ფარუქ ჩაირი 12-8 და ყაზახი ნურგაზი 4-1 დაამარცხა.
რაც შეეხება მეორე ქართველს, რომელსაც ამ დღეს ასევე ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, 65 კგ წონაში მოასპარეზე ნიკა ზაქაშვილს, ბრინჯაოს ფინალში ის, აშშ-ს წარმომადგენელთან ჯოზეფ კრისტოფერ მაკ კენასთან 7-0 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან, ფინალში გასვლა 92 კგ წონაში მოასპარეზე მირიან მაისურაძემ მოახერხა. ჩვენებურმა, ბულგარეთს სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ბატაევს დამაჯრებელად. 4-0 მოუგო და ალბანეთის სარეიტინგო ტურნირის ფინალში ირანელ ფიროუზპორბას შეხვდა.
დღესვე, 79 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჩხიტუნიძე ბრინჯაოს მედლისათვის ამერიკელ ამინეს შეხვდა. დაპირისპირება ფრედ, 3-3 დასრულდა, თუმცა, ბოლოს მოპოვებული ქულის წყალობით, გამარჯვება და ბრინჯაოს მედალი ქართველს ერგო. ამავე წონაში ტარიელ გაფრინდაშვილი დამამშვიდებელ წრეში აზერბაიჯანელ გაჯიევთან გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოსთვის ინდოელ იაგლანს დაეჭიდებოდა, თუმცა ქართველმა 6-3 წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, რო სარეიტინგო ტურნირი 1 მარტს სრულდება - მედლებისთვის კი, დარჩენილ დღეებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გაითამაშებენ.





ჩვენ








