
ხვალიდან, 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, უზბეკეთში, IJF-ის მსოფლიო ტურის წლის მეორე შეჯიბრი გაიმართება. ამჯერად, ჯუდოკებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტაშკენტის გრან სლემი უმასპინძლებს.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები საკმაოდ საინტერესო, ძველი და ახალი სახეებით იქნება წარმოდგენილი. კაცებში, შვიდივე წონითი კატეგორია გვექნება გაორებული. აი ქალებიდან კი, წლის პირველი მედლის მოგებას, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და 2025 წლის საუკეთესო ქალი ჯუდოკა, -57 კგ-ში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი შეეცდება.
საერთო ჯამში, ტაშკენტის გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 15 ჯუდოკათი იასპარეზებს:
-57კგ ეთერ ლიპარტელიანი
-60კგ მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია
-66კგ ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე
-73კგ მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-81კგ დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი
-90კგ ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი
-100კგ ონისე სანებლიძე , თორნიკე ფოლადიშვილი
+100კგ გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი, უკვე რამდენიმე დღეა ტაშკენტში იმყოფება და მომავალი სტარტისთვის უშუალოდ შეჯიბრის მასპინძელ ქალაქში ემზადება. წინასწარი შეხვედრები, თბილისის დროით 27 თებერვლის დილის 09:30 საათიდან დაიწყება და მათი ხილვა, ჯუდოს მოყვარულებს IJF TV-ს გვერდიდან შეეძლებათ. რაც შეეხება ფინალურ ბლოკს, ის სტარტს ჩვენი დროით 16:00 საათიდან აიღებს.
პირველ დღეს მედლები -60 კგ, -66 კგ / -48 კგ, -52 კგ, -57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშებდა.
28 თებერვალს, კიდევ ოთხ წონაში: -73 კგ, -81 კგ / -63 კგ, -70 კგ
ბოლო დასკვნით დღეს, 1 მარტს კი, დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: -90 კგ, -100 კგ, +100 კგ / -78 კგ, +78 კგ





ჩვენ








