შენგელიას „ბარსელონამ“ თოკოს ყოფილ გუნდთან წააგო
შენგელიას „ბარსელონამ“ თოკოს ყოფილ გუნდთან წააგო
26.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს დანიაში შეუერთდება, ქართველთა კაპიტანმა, ბოლონიაში, ყოფილი გუნდის „ვირტუსის" წინააღმდეგ ითამაშა და 5 ქულით, 85-80 დამარცხდა.


საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ბარსელონას" ძირითადი ხუთეულიდან დაიწყო და საერთო ჯამში, მოედანზე 29:05 წუთი გაატარა. შენგელიას კატალონიელთა რიგებიდან მეორე მაჩვენებელი ჰქონდა. მის ანგარიშზე 16 ქულა (6 ორქულიანი, ერთი სამიანი, ერთი ჯარიმა), 7 მოხსნა დააგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, ქართველს 20% ჰქონდა.  


წინა ტურის შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად „ბარსელონამ" კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედიც მოიგო 20-28, თუმცა, მომდევნო ორ მონაკვეთში მასპინძლებმა სოლიდურად მოახერხეს დაწინაურება. მესამე მონაკვეთი 12 ქულით მოიგეს 27-15 და დიდ შესვენებაზე 4 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, 47-43. მესამე მეოთხედში ბოლონიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს (21-14) და ბოლო მონაკვეთის წინ 11 ქულით უსწრებდნენ კატალონიელებს.


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მონაკვეთში კატალონიელებმა 17-23 გაიმარჯვეს, საბოლოოდ, მატჩის გადასარჩენად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი (მატჩის სრული ტექნიკური ჩანაწერი).


ევროლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას, „ბარსელონა" მილანში გამართავს.