ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის „უოტფორდი“ საშინაო მატჩში დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის „უოტფორდი“ საშინაო მატჩში დამარცხდა
25.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ლეგიონიდან დღეს გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა. ინგლისის ჩემპიონშიპის 34-ე ტურის შეხვედრაში „უოტფორდი" „იფსვიჩს" დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა.


წინა ტურისგან შედარებით, „უოტფორდის", როგორც სასტარტო ასევე გუნდის სამატჩო განაცხადში ოთხი ცვლილება იყო. ამრიგად, შემადგენლობის მიღმა დარჩა საბა გოგლიჩიძე. არაა გამორიცხული, ეს გადაწყვეტილება მატჩის მიმდინარეობისას ედვარდ სტილს ენანა კიდეც, თუმცა, უკვე ძალიან გვიან იყო.


წინა ტურის შეხვედრიდან განსხვავებით, „ჩაკვემ" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, ქართველი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.


34 ტურის შემდეგ, „უოტფორდს" კვლავ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-12 ადგილზეა.