
2026 წლის აპრილში თბილისი ჯუდოში, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 16-19 აპრილს თბილისი არენაზე ძალებს ევროპის უძლიერესი სპორტსმენები მოსინჯავენ, როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლებში. ტურნირის დეტალებს და ბუნებრივია იმ ჯუდოკებსაც, რომლებიც როგორც ქართული, ასევე ევროპის ქვეყნებიდან კონტინენტის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას ჩვენ, სხვა სტატიებში დავუბრუნდებით.
მანამდე კი, დღეს ევროპული ჯუდოს ფედერაციის გვერდმა Zebra Athletics-სთან პარტნიორობით, თბილისურ ტურნირზე დასასწრებად ორკაციანი საგზურის ('Win a Trip for Two') გათამაშება დაიწყო. წესები კი, ძალიან მარტივია:
ახლა, ალბათ, გაინტერესებთ რას მოიცავს ეს პრიზი (ორ პერსონაზე):
- ორმხრივ ფრენას
- 4 ღამით სასტუმროში განთავსებას
- ტრანსპორტირებას თბილისში
- სამჯერადი კვება
- ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი არენაზე შესვლის უფლებით
ალბათ, გაინტერესებთ ისიც, თუ როგორ შეგიძლია ამ გათამაშებაში მონაწილეობა. მაშ ასე:
- მოიწონე (Follow) @europeanjudo და @zebramats_europe ან Instagram გვერდები
- გადააზიარე (Share) ამ გათამაშების შესახებ პოსტი
- მონიშნე (Tag) სამი მეგობარი კომენტარებში
გათამაშება დასრულდება 2026 წლის 15 მარტის (CET) დადგომისთანავე, ხოლო შედეგები და შესაბამისად, გამარჯვებული ცნობილი ოდნავ მოგვიანებით გახდება.
კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რასაც აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას - თქვენი ასაკი უნდა იყოს მინიმუმ 18 წელი ან უფროსი, ცხოვრობდეთ ევროპაში და გაიაროთ ყველა სარეგისტრაციო ეტაპი, რათა მოახერხოთ გათამაშებაში მონაწილეობა.
ფოტო: (c) EJU





ჩვენ








