
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის იყო რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.
საფრანგეთი
„ექს ან პროვანსი" და ნიკოლოზ კალანდაძე სტარლიგის მე-17 ტურში „პარი სენ ჟერმენს" ეწვივნენ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებს" მოუგო. სტუმრები 28-32 დამარცხდნენ. კალანდაძემ ორჯერ დაარტყა კარისკენ და ერთი გოლი გაიტანა.
ხორვატია
ხორვატიის პრემიერ ლიგის უდავო ლიდერი „ზაგრები", შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. გიორგი ცხოვრებაძის კლუბმა საჩემპიონო წრის მეორე ტურში „გორიცას" უმასპინძლა და 37-26 დაამარცხა. გამარჯვებაში ქართველის წილი ერთი გოლია.
ისლანდია
გიორგი დიხამინჯიას და მის „აკიურეირის" რთული მატჩი ჰქონდა ისლანდიის ჩემპიონატის მე-19 ტურში. მასპინძლის რანგში მყოფმა „აკიურეირიმ" IBV-ის ერთბურთიანი სხვაობით - 29-28 მოუგო. „აკიურეირის" ქართველმა ლეგიონერმა ოთხი გოლი გაიტანა.
რუმინეთი
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ითამაშეს ირაკლი კბილაშვილის და ხაზეინ რუსტამოვის გუნდებმა. კბილაშვილის „პოტაისა ტურდა" კლუჟის „უნივერსიტატეას" გასვლაზე ეთამაშა და დაძაბულ შეხვედრაში 26-24 მოუგო. ქართველის შედეგიანობა ოთხ გოლში აისახა.
რუსტამოვის „კონსტანტა" რომელიც სატურნირო ცხრილშ ბოლოს წინა მე-10 ადგილზეა, ჩემპიონატის მეორე ადგილოსან „დინამო ბუქარესტს" ეწვია და ათ ბურთიანი სხვაობით, 23-33 დამარცხდა. რუსტამოვს შეხვედრაში შედეგიანი ქმედება არ ჰქონია.





ჩვენ








