
პლოვდივში, 15-21 თებერვალს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა მშვილდოსნობაში. ბულგარეთში მედლების რამდენი კომპლექტი გათამაშდა. აქედან, ერთ-ერთ ასაკობრივ კატეგორიაში, ქალთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელები ჩვენი გოგონები გახდნენ.
U21+ ასაკობრივ კატეგორიაში, 18 მეტრზე სროლაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა გვანცა არჩვაძის, ციკო ფუტკარაძისა და სალომე ხარშილაძის შემადგენლობით, ასპარეზობის საწყის ეტაპზე მასპინძელი ბულგარეთისა და იტალიის უძლიერესი ნაკრებები დაამარცხა და ფინალში გავიდა. აქ მათი მოწინააღმდეგე მოლდოვას ნაკრები იყო. თანაბარ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ანგარიშით 4 T. 28 (55, 57, 56, 56) - 5 T. 30 (57, 56, 57, 55) დავმარცხდით და ამ ჯერზე, მხოლოდ ვერცხლის მედლებს დავჯერდით.
საქართველო ევროპის პირველობაზე U21 და U21+ ასაკობრივ კატეგორიებში იყო წარმოდგენილი, როგორც ქალთა და ასევე ვაჟთა შორის. ჩვენი გუნდები პლოვდივში შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდნენ - U21+ გვანცა არჩვაძე, სალომე ხარშილაძე, ციკო ფუტკარაძე; სანდრო მაჭავარიანი, თემო მაკიევი, ანრი ბასილაძე; ხოლო, U21-ის შემადგენლობაში იყვნენ, ანა ბოლოკაძე, ელენიკა ეფრემიძე, ნინო ტეტუნაშვილი; დათო ბასილაძე, ირაკლი ოთიაშვილი, და თემო დავითაძე.
საერთო ჯამში, ევროპის პირველობაზე 31 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ჩვენ








