
იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გარდა სხვა სპორტული ტურნირებიც მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პარაფარიკაობაში მსოფლიო თასია, პიზა 2026, სადაც ქართველმა პარასპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა და მთავარი ტიტულიც მოიგეს.
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები - ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი, გუნდურ ასპარეზობაში, პიზის 2026 წლის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. ფინალურ ასპარეზობაში ჩვენი გუნდი ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდა და 30-19 დაამარცხა.
პიზის 2026 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა.
ხმლით ფარიკაობაში ინდივიდუალურ ასპარეზობაში ნინა თიბილაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გვანცა ზადიშვილი კი, ბრინჯაოს პრიზიორი.
პიზის მსოფლიოს თასზე, ხმლით ფარიკაობაში, ინდივიდუალურ ასარეზობაში ნინა თიბილაშვილმა ვერცხლი, გვანცა ზადიშვილმა კი, ბრინჯაო მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნინა, სწორედ გვანცას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 14-15 გაიმარჯვა.





ჩვენ








