
წყალბურთში კონფერენს ქაფის მეორე ეტაპი დასრულდა. სამწუხაროდ, დასრულდა ისე, რომ ქართული კლუბებიდან ვერც ერთმა ვერ მოახერხა გათამაშების მოდევნო ეტაპზე გასვლა. დავიწყოთ „აპოლოთი", რომელმაც ხუთიდან ორი შეხვედრა მოიგო და წაგებულ სამშიც, „ბედი" სპორტულმა „ლატარიამ" გადაიწყვიტა. ისე მოხდა, რომ წყალბურთში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ზედიზედ ითამაშა ხუთივე თამაში და C ჯგუფში ასპარეზობა ყველაზე ადრე დაასრულა, 7 ქულით. შესაბამისად, „დე აკერ თიმსზე" იყო დამოკიდებული, რომელსაც ორი დარჩენილი შეხვედრა უნდა წაეგო, თუმცა ერთში გამარჯვება მოახერხა და შესაბამისად, ერთი ქულითაც გადაგვისწრო. მიუხედავად ამ შედეგისა, უნდა ითქვას, რომ ქართულმა კლუბმა საკმაოდ კარგი თამაში შემოგვთავაზა, იბრძოლა და საერთო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ბოლომდე იბრძოლა D ჯგუფში „დინამო თბილისმა", რომელმაც რეალურად, ერთის გამოკლებით, ყველა თამაში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა, ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა წყალბურთის კლუბმა, კონფერენს ქაფზე გამოსვლა 0 ქულით დაასრულა. ბოლო შეხვედრაში „დინამო" ფრანგულ სეტეს დაუპირისპირდა და 12-16 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დამარცხდა. მიუხეადავად იმისა, რომ პირველი ორი პერიოდი ქართულმა კლუბმა 4-2, 4-2 მოიგო, მეორე ტაიმის სასტარტო მონაკვეთი გადამწყვეტი გამოდგა. ალბათ პირველ რიგში ფსიქოლოგიურად, რადგან მიუხედავად იმისა რომ ეს მონაკვეთი თბილისელებმა 4-7 წააგეს, ტაბლოზე საერთო ანგარიშში, 12-11 იყო ქართული გუნდის სასარგებლოდ. ბოლო მონაკვეთი კი ჩვენმა გუნდმა 2-5 წააგო. ამ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: საბა ტყეშელაშვილმა (5), ნიკოლა ბუჩანმა (3), რეზი იმნაიშვილმა (3), ნიკოლოზ ყურაშვილმა (2), დრაგან დრასკოვიჩმა (1).
იხილეთ ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილი.
ფოტო: „აპოლო" / თამარ ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








