ზურაბ ცინცაძე გმირობებს აგრძელებს და MVP-ი მე-20 ტურის მატჩში ხდება
ზურაბ ცინცაძე გმირობებს აგრძელებს და MVP-ი მე-20 ტურის მატჩში ხდება
22.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ხელბურთში, პოლონეთის სუპერლიგის მე-20 ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვო" საშინაო შეხვედრაში  „პიოტრკოვიანინ პიოტრკოვის" დაუპირისპირდა და 32-24 გაიმარჯვა.


„ლეგიონოვომ" პირველ ტაიმშივე მოახერხა ანგარიშში უპირატესობის მოპოვება. ორივე ტაიმში 16-16 ბურთი გაიტანა. ამის საპირისპიროდ, მოწინააღმდეგემ, პირველი ტაიმში 5, ხოლო მეორეში 3 ბურთით ნაკლები გაიტანა და საერთო ჯამში7 ქულის სხვაობით წააგო. მასპინძლებმა პირველი წუთებიდან მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და ანგარიშში 6-1 წაიყვანეს. თუმცა,  „პიოტრკოვიანინ პიოტრკოვიმ" მოახერხა ერთ ბურთამდე ანგარიშის შემცირება (8-7) ამის შემდეგ, ცინცაძის გუნდმა პირველი ტაიმის მოგება 16-11 მოახერხა. სტუმართა გუნდს, მეორე ტაიმშიც ჰქონდა თამაშში გარდატეხის შეტანის მცდელობა - ამ შემთხვევაში სხვაობამ სამი ბურთი შეადგინა. თუმცა, ეს მონაკვეთიც, მასპინძლებმა მოიგეს 16-13.


რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლეგიონოვოს" კარის მცველს, ის თამაშის ბოლოს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გუნდმა კი, საჭირო მე-8 ადგილზე მოახერხა გადასვლა, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ გუნდი მოახერხებს ფლეი-ოფში მოხვედრას.


კიდევ ერთი ქართველის, მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვ ვიელკოპოლსკი", საშინაო შეხვედრაში 25-29 (12-14) დამარცხდა „ვისლა პლოკისთან". პოლონეთის ჩემპიონმა დამღლელი მგზავრობის მიუხედავად, მაინც მოახერხა მოგება და უშუალო მეტოქესთან მედლებისთვის ბრძოლაში უპირატესობა გაზარდა. რაც შეეხება გავაშელიშვილის გუნდს, ის ამ მომენტში სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ისიც ფლეი-ოფში გააგრძელებს ასპარეზობას. დღევანდელ შეხვედრაში კი, გავაშელიშვილის ანგარიშზე 2 გოლია.



ფოტო: ©orlen-superliga.pl