
დღეს, საფრანგეთში ქართული დღე იყო - საფრანგეთის ორ ლიგაში საერთო ჯამი ხუთმა ქართველმა ითამაშა, თუმცა, დავიწყოთ თანმიმდევრობით, მთავრით.
საფრანგეთის ლიგა ერთში, დღეს, პსჟ-მ „მეცს" უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა. ოთხი ქართველი ფეხბურთელიდან, რომელიც ამ შეხვედრის განაცხადში იყო თამაში, „მეცის" შემადგენლობიდან გიორგი წიტაიშვილმა დაიწყო, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო მეცელთა შორის. თუმცა, მეორე ტაიმში დაახლოებით 10 წუთი „პარკ დე პრენსზე" ოთხივე ქართველი მოედანზე იყო. მეორე ტაიმში, პარიზელთა შორის ხვიჩა კვარაცხელია 64-ე წუთზე, ხოლო „მეცის" რიგებში ჯერ გიორგი აბუაშვილი 66-ე, ბოლოს კი, გიორგი ქვილითაიაც 79-ე წუთზე შემოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში ქართული გოლი არ გასულა, ოთხი ქართველის ხილვა ერთ შეხვედრაში ტოპ ხუთი ევროპული ლიგის კალენდარულ მატჩში სასიამოვნო იყო. დღევანდელი, 23-ე ტურის შემდეგ, პსჟ-ი 54 ქულით სატურნირო ცხრილს ჩაიდგა სათავეში.
აი, საფრანგეთის ლიგა 2-ში კი, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" სწრაფი პენალტით იწყებს, რომელსაც ქართველი ზუსტად ასრულებს. სწორედ, ასე გაიხსნა დღევანდელი, 24-ე ტურის შეხვედრაში ანგარიში, რომელშიც გოლებიც მხოლოდ პირველ ტაიმში გავიდა და ქართველის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. „სენტ ეტიენმა" 2-1 მოიგო და სატურნირო ცხრილში, 43 ქულით მეორე ადგილზე გაიმყარა პოზიცია. რაც შეეხება კონკრეტულად ზუკას, დავითაშვილი 89-ე წუთზე შეცვალეს.





ჩვენ








