ქართული ლეგიონის „მშრალი“ დღე
ქართული ლეგიონის „მშრალი“ დღე
21.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს შაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული საფეხბურთო ლეგიონის „უქმეები" დაიწყო. თავშივე გეტყვით, რომ ტრავმის გამო, დღევანდელი დღეს, გუნდთან ერთად ვერ იყო გიორგი ქოჩორაშვილი და შესაბამისად, პორტუგალიის ლიგის დღევანდელი ტურიც გამოტოვა. 

 

გერმანიის ბუნდესლიგაში 23-ე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა" სტუმრად, „მაინცთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე თამაშის დასრულებამდე, მხოლოდ ორი წუთით ადრე, 88-ე წუთზე შევიდა. ახლა, „ჰამბურგს" 26 ქულა აქვს, ამასთან ერთით ნაკლები თამაში და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა.


ფრედ, 1-1 ითამაშა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრა ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" გასვლაზე „ბოხუმთან". ანგარიში პირველ ტაიმში „ლოჩოს" გუნდელებმა გახსნეს და ალბათ, შეეძლოთ გამარჯვებაც, რომ არა პენალტი, რომელიც 72-ე წუთზე ბოხუმელებმა გაიტანეს და ქულა გადაარჩინეს. ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში, ქართველის გუნდი, 30 ქულით მე-8 ადგილზეა.


ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურის შეხვედრა „უოტფორდმა" 2-0 მოიგო. საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის კლუბმა, ამ ტურში „დერბის" უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ საბა ბრიტანული გუნდის ძირითად შემადგენლობაში უკვე მეორე თამაშია იწყებს თამაშს და ნელ-ნელა სათამაშო დროც ეზრდება. დღეს ქართველმა 86 წუთი ითამაშ. მისგან, მინდორზე გატარებული რამდენიმე წუთით ნაკლები გამოუვიდა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც მართალია, სათადარიგო სკამიდან დაიწყო, თუმცა, 23-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი ჩაანაცვლა. რაც შეეხევა გოლებს, „უოტფორდმა" მნიშნელოვანი ქულები მე-5 და 90-ე წუთზე გატანილი გოლების წყალობით აიღო და ახლა, 48 ქულით მე-9 ადგილზეა, სულ რაღაც 3 ქულაში პრემიერ-ლიგის ფლეი-ოფის ზონასთან.


იტალიის სერია B-ში, ფრედ 2-2 ითამაშა გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" საშინაო შეხვედრა „ემპოლის" წინააღმდეგ. ქართველმა ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 82 წუთი დაჰყო. საინტერესოა, რომ ქართველის კლუბი ორჯერ აგებდა და ორჯერვე მოახერხა თამაშში დაბრუნება. 26 ტურის შემდეგ „ფროზინონეს" 53 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და უკვე 3 ქულით ჩამორჩება ცხრილის ლიდერს „ვენეციას", რომელთან ერთადაც სერია A- ში დაწინაურებისთვის იბრძვის.


ნიდერლანდების ერედივიზიონში 24-ე ტური ჩატარდა. ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორი" გასვლით შეხვედრაში „სიტარდის" დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. ანგარიში, მასპინძლებმა პირველი ტაიმისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე პენალტით გაიტანეს, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე კი, უკვე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ირაკლის გუნდმა, 78-ე წუთზე მოახერხა ერთი გუნდის გაქვითვა, თუმცა, მეტი ვეღარ შეძლო. იეღოიანმა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გუნდის რიგებში, საუკეთესოც იყო. ამ ტურის შემდეგ, „ექსელსიორი" 26 ქულით მე-13 ადგილზეა.


აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა" გასვლით შეხვედრაში „ტურანთან" 2-0 დამარცხდა. ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს, თუმცა, „პაპუნა" 73-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის, ქართველების გუნდი, მე-11 და მე-18 წუთებზე გატანილი გოლების წყალობით უკვე აგებდა. 21 ტურის შემდეგ, „ზირას" 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-4 ადგილზეა. რეალურად სწორედ, ამ შეხვედრამ „ტურანთან" და დაკარგულმა ქულებმა, ამ გუნდებს ადგილები გააცვლევინა.


დანარჩენი ხვალ...