კონფერენ ქაფზე ასპარეზობა ქართულმა კლუბებმა დაძაბულ ბრძოლებში მარცხით დაიწყეს
კონფერენ ქაფზე ასპარეზობა ქართულმა კლუბებმა დაძაბულ ბრძოლებში მარცხით დაიწყეს
20.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ორმა ქართულმა წყალბურთის კლუბმა „დინამო თბილისმა" და „აპოლომ" წყალბურთში, „კონფერენს ქაფზე" დაიწყო ასპარეზობა. მოგეხსენებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოთიშვის შემდეგ, ასპარეზობა, რანგით დაბალ, თუმცა, ამ ტურნირზე გააგრძელა ასპარეზობა. თამაშები 18-22 თებერვალს ჯგუფური ეტაპის ფორმატით ჩატარდება, სადაც გუნდები, წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


„დინამო თბილისი" D ჯგუფში, ნეაპოლში სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან", იტალიურ „პოსილიპოსთან", ფრანგულ „სეტესთან" და ესპანურ „მატაროსთან" ერთად ასპარეზობენ. პირველი შეხვედრა, „პოსილიპოსთან" სუსტად დაიწყო და პირველი ორი პერიოდი 3-1, 5-1 წააგო. ამის შემდეგ, თბილისელებმა ერთი პერიოდის მოგება 1-3 და ოდნავ, ანგარიშის შემცირება კი მოახერხეს, თუმცა, სხვაობა ბოლო, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ოთხბურთიანი  იყო, 9-5. ეს კი, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩვენებს, თამაშის გადარჩენა ვერ მოეხერხებინათ. ბოლო მონაკვეთი, მართალია ერთი ბურთით 4-3 დავთმეთ. თუმცა, საბოლოოდ, 13-8 (იხილეთ ოქმი) დავმარცხდით. დინამოელთაგან გოლები გაიტანეს - საბა ტყეშელაშვილმა (4), ნიკოლა ბუჩანმა (2), გიორგი მაგრაქველიძემ (1) და დრაგან დრასკოვიჩმა (1) გაიტანეს. მომდევნო შეხვდრას „დინამო" მომდევნო 21 თებერვალს „ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ, რომელმაც დღეს, თავის მხრივ, ერთი ბურთის სხვაობით „სეტე" დაამარცხა, 14-13.


დინამოელთაგან განსხვავებით, ცოტა კიდევ უფრო დრამატული გამოდგა მეორე ქართული კლუბის „აპოლოს" პირველი ჯგუფური შეხვედრა, რომელიც, საბოლოოდ, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე პენალტების სერიაში დამარცხდა, უნგრულ „ენდო პლუს სერვიჩესთან", 20-19 (მატჩის ოქმი). საინტერესო იყო ამ შეხვედრის დასაწყისი, რომელიც ქართულმა კლუბმა 5-8 (2-3, 3-5) მოიგო. მეორე ტაიმში უნგრელებმა მოახერხეს დარჩენილი ორი პერიოდის მოგება 4-3, 5-3 და შეხვედრა ფრედ, 14-14 დამთავრდა. თამაშის ძირითად დროში ქართული გუნდიდან გოლები იოვან სარიჩმა (3), დმიტრი ალექსეევმა (3), დენეშ ვარგამ (3), სერდან ვუკსანოვიჩმა (3), ხვიჩა ჯახაიამ (1) და ნინო მუდრაჟია (1) გაიტანეს. რაც შეეხება პენალტების სერიას, აქ გოლები დენეშ ვარგამ, იოან სარიჩმა, დმიტრი ალექსეევმა, ხვიჩა ჯახაიამ და მილოშ ვუკიჩევიჩმა გაიტანეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „აპოლო სპორტ მენეჯმენტი",  C ჯგუფში, იტალიურ „დე აკერ თიმთან", უნგრულ „ენდო პლუს სერვიჩესთან", ფრანგულ „მონპელიესთან" და ხორვატულ „პრიმორიესთან" ერთად ასპარეზობს. მომდევნო შეხვედრას ქართული კლუბი ხვალ, 20 თებერვალს, „პრიმორიეს" დაუპირისპირდება.


თამაშები, ოთხი დღის მანძილზე წრიული სისტემით ჩატარდება, მომდევნო ეტაპზე კი, ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები გავლენ. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის ჩატარდება ¼ ფინალის წილისყრა, თუმცა, ეტაპი 20-22 მარტს არის ჩანიშნული. რაც შეეხება ოთხთა ფინალს, ის, 2026 წლის 2-3 მაისს არის დაგეგმილი.