
დღეს ქართული ლეგიონიდან უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგაზე ორის, გაბრიელ სიგუასა და თორნიკე მორჩილაძის კლუბებმა იასპარეზეს. თავიდანვე გეტყვით, რომ სიგუას „ლოზანამ" გასვლით შეხვედრაში ჩეხეთში, „სიგმა ოლომოუცი" ფრედ 1-1 ითამაშა. ტრავმის გამო „სიგუს" კვალ იძულებით დასვენება მოუხდა.
თორნიკე მორჩილაძის „რეიკამ" კი, ასევე გასვლით შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა კვიპროსის „ომონია". ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა, თუმცა, მალევე, 79-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ, 86-ე წუთზე, გოლი, რომელიც ხორვატებმა გაიტანეს, სწორედ „მორჩილას" აქტიურობით დაწყო. თუმცა, ამ გოლიდან მალევე, 89-ე წუთზე ქართველმა მეორე ყვითელი დაიმსახურა ალბანელი მსაჯებისაგან და მოედნის დატოვება მოუხდა. საპასუხო შეხვედრას, თორნიკე მორჩილაძე გამოტოვებს. აქვე გეტყვით, რომ ეს უეფა-ს ევროტურნირის ამ ეტაპზე და ზოგადად ევროტურნირებზე, თორნიკე მორჩილაძისთვის დღევანდელი მატჩი სადებიუტო იყო.
საპასუხო შეხვედრები 26 თებერვალს გაიმართება.





ჩვენ








