
19 თებერვალს ირის ანტმანის მეთვალყურეობით, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2026 წელს უკვე მეორედ შეიკრიბა. ამჯერად ჩვენი გუნდის შეკრება, უშუალოდ ახალ შესარჩევ ციკლს უკავშირდება.
ვიდრე საქართველოში ქალთა საფეხბურთო სეზონი დაიწყება (იხილეთ სტატია), საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი ელით, 3 მარტს, საბერძნეთში. ამ დღეს, ირის ანტმანის გუნდი, ჰერაკლიონში ახალ შესარჩევ ციკლში დაიწყებს ასპარეზობას და სასადაც C დივიზიონის მე-4 ჯგუფში, საერთო ჯამში ოთხ შეხვედრას ჩაატარებს.
საბერძნეთთან თამაშისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა - მეკარეები: თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („ლანჩხუთი"), ეკა თაბაგარი („კოლხეთი", ხობი); მცველები: თამარ ტატუაშვილი („მაკაბი ხოლონი", ისრაელი), ნატა კვირკვაია („ვერე", თბილისი), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი"), გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ნინო გუჯაბიძე („ლანჩხუთი"), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი", საბერძნეთი), ნათია წოწერია („ბათუმი"), ანი აკობიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია დანელია („ლანჩხუთი"), ტატა მატვეევა („ლანჩხუთი"), კესო მეტონიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), თინათინ ამბალია („სპარტა პრაღა", ჩეხეთი), მაიკო ბებია („იუქსექოვასფორი", თურქეთი), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია ჯოჯუა („დინამო", სოხუმი), ნინი ბუხრიკიძე („ლანჩხუთი"), ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი").
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნეთ ჯერ არ განახლებულა ქალთა საფეხბურთო სეზონი და უფრო მეტიც, ბევრ გუნდი შეკრებასაც ახლა იწყებს, საინტერესოა საბერძნეთში გამგზავრებამდე, როგორ შეაფასებს, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ქართველი გოგოების მზადყოფნას. საბერძნეთში გამგზავრებამდე კი, ანტმანის ხელში, მხოლოდ 10 დღეა და ინტენსიური შეკრება სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე".





ჩვენ








