ბომბარდირის გოლით „ვილიარეალმა“ მოიგო
ბომბარდირის გოლით „ვილიარეალმა“ მოიგო
19.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე ქართული ლეგიონი ნაწილი „ისვენებს", მეორე ნაწილი კი, უეფა-ს ევროტურნირების ფერხულშია ჩაბმული, ევროტურნირებს მიღმა დარჩენილმა „ვილიარეალმა" ესპანური ლა ლიგას გამოტოვებული, მე-16 ტური ითამაშა გასვლაზე, „ლევანტეს" წინააღმდეგ და 0-1 დაამარცხა.


ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 57-ე წუთზე გაიტანა. ამასთან ქართველი, მთელი თამაში აქტიური იყო და ამ გოლის გარდა, კიდევ ჰქონდა რამდენიმე მცდელობა. ჟორჟი, მთელი თამაშის მანძილზე კარგად ირჯებოდა თანაგუნდელებისთვისაც, თუმცა, მთელი ამ პლუსების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ის მაინც არ დაასახელეს.


აღსანიშნავია, რომ ქართველს „ვილიარეალის" შემადგენლობიდან, ზედიზედ სამი თამაშია გოლები გააქვს. საერთო ჯამში კი, ესპანურ ლიგაში, ჟორჟის უკვე 8 გოლი დაუგროვდა. რაც შეეხება მის გუნდს, 24 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს" 48 ქულა აქვს და მადრიდის „რეალისა" და „ბარსელონას" შემდეგ, სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზეა.



ფოტო: (c) LaLiga / Villarreal CF