
დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა ახალ ფაზაში განახლდა. რვა 1/8 ფინალისტის გამოსავლენად, 17, 18 და 19 თებერვალს ფლეი-ოფის მატჩების პირველი რაუნდი გაიმართება, რომელთაგან ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დრამატულ და მოულოდნელობებით აღსავსე „ფრანგულ დუელში" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „მონაკო", გასვლით შეხვედრაში 2-3 დაამარცხა.
მოულოდნელობები კი, ამ შეხვედრაში პირველივე წუთზე დაიწყო, როდესაც ფოლარინ ბალოგუნმა ანგარიში გახსნა და „მონაკო" დააწინაურა. მე-18 წუთზე კი, დუბლი გაიფორმა და რეალურად პირველ ტაიმში, მოედანზე ყველაზე აქტიური იყო. შეხვედრის პირველ ტაიმში, ლუის ენრიკეს გუნდისთვის „სიურპრიზები" ამით არ დასრულებულა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ტრადიციულად აქტიური იყო პარიზელთა რიგებიდან, მეორე ათწუთეულის სტარტზევე მოახერხა პენალტი მოეპოვებინა. თუმცა, 11-მტრიანის დარტყმის უფლება „კვარას" არ მისცეს, ისევე როგორც მეორე ტაიმში საჯარიმოსი. პსჟ-მ, ორივე ეს მომენტი ვერ გამოიყენა. პენალტი ვიტინიამ გააცუდა.
ლუის ენრიკე კი იძულებული გახდა, შეეცვალა დემბელე, რომელსაც თან რაღაცამ „შეაწუხა", ან არასასურველი მატჩიდან თავი ასე დაიძვრინა. სამაგიეროდ, მის ნაცვლად, 27-ე წუთზე შემოსულმა დეზირე დუემ 29-ე წუთზე გოლი გაიტანა. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე კი, დუეს გადაცემით, ამჯერად, ჰაკიმიმ გაიტანა. პსჟ-მ პირველივე ტაიმში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ტაიმი ფრედ, 2-2 დასრულდა.
მეორე ტაიმი კი, პირველისგან განსხვავებით, მასპინძელთათვის დაიწყო სიურპრიზით - მონაკოელებს გოლოვინი გაუძევეს, რომელზეც პირველი საგოლე გადაცემა მოდიოდა. 10 ფეხბურთელით დარჩენილი მასპინძელთა გუნდი კი, პარიზელებისთვის, რომლებიც ისედაც მთელი თამაში დომინირებდნენ უფრო მარტივი ლუკმა გახდა. თუმცა, ლუის ენრიკეს გუნდმა, ერთი გოლის მეტი, რომელმაც პირველ რაუნდში საჭირო მოგება ჩაიწერა აქტივში, დღეს ვერ გაიტანა და საპასუხო მატჩისთვის გადადო. იმედი გვაქვს, მათ შორის „კვარას" გოლიც, რომელსაც დღეს 3-4 მცდელობა ჰქონდა. დღეს კი, დუბლი და რომელიც გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდა დუემ გაიტანა. ბუნებრივია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დუე დაასახელეს.
რაც შეეხება კვარას, ის 69-ე წუთზე შეცვალეს. საპასუხო შეხვედრა 25 თებერვალს (ჩვენი დროით უკვე 26 თებერვლის 00:00 საათზე) , „პარკ დე პრენსზე" გაიმართება.
ფოტო: @PSG





ჩვენ








