
საქართველოში ქალთა საფეხბურთო სეზონი 8 მარტს განახლდება. ქალთა ლიგის გათამაშების პირველი ტურიც 8 მარტს ჩატარდება. 2026 წლის სეზონში კი, მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს - „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთი", „კვარტალი", „ელიტა", „ბათუმი", „მართვე", „რაჭა 2020", „ვერე", „დინამო სოხუმი" და „თეთრიწყარო".
იხილეთ ქალთა ლიგის პირველი ტურის კალენდარი ბმულზე.
ქალთა ფეხბურთის მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ ძლიერთა ლიგაში, 2025 წლის გამარჯვებული სოხუმის „დინამო" დაბრუნდა. აი, „თეთრიწყაროს" კი, ქალთა ლიგაში დებიუტი ექნება.
სეზონი, უკვე ტრადიციულად ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე გუნდები რეგულარულ ჩემპიონატს ორ წრედ გაითამაშებენ, რის შემდეგაც, სატურნირო ცხრილის ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, ზედა ჯგუფი, მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ცხრილის ქვედა ექვსეული კი, ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
გამომდინარე იქიდან, რომ 2027 წლის ქალთა ლიგის ფორმატი იცვლება და 10-ის ნაცვლად, ჩემპიონატი კვლავ რვა გუნდიან ფორმატს დაუბრუნდება, ქვედა ჯგუფის ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები, ავტომატურად დაქვეითდებიან ქალთა ლიგა 2-ში. ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული კი, ძლიერთა შორის ამოვა.
წინა სეზონისგან განსხვავებით, გათამაშების მეორე ეტაპზე, ზედა ჯგუფის გუნდები ერთმანეთს ოთხ წრეში დაუპირისპირდებიან, მაშინ, როცა ქვედა ჯგუფი, ტრადიციულად მხოლოდ ორს ითამაშებს.





ჩვენ








