
ქართველმა სამთო-მოთხილამურემ ლუკა ბუჩუკურმა ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენისთვის, რომლისთვისაც მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები სადებიუტო იყო, არ იქნება უკანასკნელი და 2026 წლის თამაშებიდან ბევრს, სამომავლოდ თავის სასიკეთოდ გამოიყენებს.
რაც შეეხება ლუკას დღევანდელ ასპარეზობას, სამთო კურორტ ბორმიოში, გიგანტური სლალომის შემდეგ, ქართველი მოთხილამურე სლალომში ასპარეზობდა. განსხვავებით წინა სახეობის სტარტიდან, ამჯერად ამინდი მთაში დილიდან ცუდი იყო, ხოლო ლუკას გამოსვლის მომენტში, ხილვადობა საერთო არ იყო. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებმა ასპარეზობა არ შეაჩერეს და საბოლოოდ, პირველი ცდის შემდეგ, მხოლოდ 44 მონაწილე დარჩა განაცხადში. ასპარეზობას, რამდენიმე დღით ადრე, გიგანტური სლალომის ტრიუმფატორი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ბრაზილიელი ლუკას პინეირო. აქ, ოდნავ მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გეტყვით, რომ მეორე ცდაში, ასპარეზობას გამოეთიშა (DNF) 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სლალომში ფრანგი კლემენტ ნოელი, თუმცა, პირველი დაშვებისგან განსხვავებით, მეორე ცდის დროს ბორმიოში უკვე გამოდარებული იყო.
რაც შეეხება ლუკა ბუჩუკურს, ქართველი 74-ე ნომრით ასპარეზობდა. თუმცა, ტრასაში, თითქმის ნული ხილვადობის კვალობაზე, ისიც, კიდევ სხვა 52 სხვა მონაწილის მსგავსად ასპარეზობას გამოეთიშა. საბოლოოდ, მეორე ცდაში, როგორც აღვნიშნეთ 44-მა მოთხილამურემ გააგრძელა მედლებისთვის ბრძოლა. თუმცა, ნოელის ბედი, კიდევ რამდენიმე მედლის მაძიებელმა გაიზიარა და საბოლოოდ, ტრასა მხოლოდ, 39-მა სპორტსმენმა დაასრულა. ოლიმპიური ჩემპიონი კი, კაცთა შორის სლალომში ლოიკ მეიარი (1:53.61) გახდა შვეიცარიიდან, რომელიც პირველი და მეორე ცდის შემდეგ, მხოლოდ მეორე იყო, თუმცა, ორი ცდის ჯამში ამ სტაბილურობამ ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
კაცებში სლალომის სრული ოქმი იხილეთ ბმულზე.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს კორტინაში, სამთო-თხილამურებში ბოლო დისციპლინას, ქალთა სლალომში გათამაშდება ოლიმპიური მედლები. სტარტზე, ქართველი სამთო-მოთხილამურე ქალი, ნინო წიკლაურიც გამოვა.





ჩვენ








