ნინო წიკლაურმა რიგით მეხუთე ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაიწყო
ნინო წიკლაურმა რიგით მეხუთე ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაიწყო
15.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს კორტინაში, მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა. 32 წლის სამთო-მოთხილამურ ქალისთვის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები რიგით მეხუთეა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სახეობებში წარმოდგენელი ქართველებისთვის ერთგვარი რეკორდია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნინო, ტრავმის, ოპერაციისა და პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ, ოლიმპიური თამაშებისკენ გზას დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგა და დაგროვილი რეიტინგით, ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.


გიგანტურ სლალომში პირველ დაშვებაში ქართველმა 76 მონაწილეს შორის, 69-ე ნომრით იასპარეზა და 1:12.39 (+9.16) ნაჩვენები დროით, 55-ე ადგილი დაიკავა. მეორე დაშვებაში, ნინომ დისტანცია 1:19.40 (+9.90) დროში დაფარა, რაც ცდაში 49-ე შედეგი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ორი დაშვების ჯამში, ქართველმა სამთო-მოთხილამურემ 2:31.79 (+18.29) დრო დააფიქსირა და 49-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


გიგანტური სლალომი საბოლოო ოქმი იხილეთ ბმულზე.


ქალთა შორის გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ოქრო ორი ცდის ჯამში ნაჩვენები დროით - 2:13.50, თამაშების მასპინძელმა, იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ მოიპოვა, რომლისთვისაც დღევანდელი ოქროს მედალი, მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მეორეა. იტალიელმა, რამდენიმე დღის ადრე სუპერ-გიგანტი მოიგო.


რაც შეეხება ნინოს, ისევე როგოც ლუკა ბუჩუკური ხვალ და ზეგ, შესაბამისად ჯერ ლუკა, შემდეგ კი ნინო სლალომში იასპარეზებენ. სხვათა შორის, თუ მეხსიერება არ გვღალატობს, სლალომი ნინოს საყვარელი დისციპლინაა, ასე, რომ ვნახოთ, ამჯერად, ქართველი მოთხილამურე ქალი, რა შედეგს დააფიქსირებს.