
დღეს ქართული ლეგიონიდან, ისე მოხდა, რომ თამაში ორ იუბილარს მოუწია. გერმანიის ბუნდესლიგაში, „ჰამბურგისა" და „უნიონ ბერლინის" დაპირისპირებაში გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელსაც 14 თებერვალს 25 წელის შეუსრულდა, თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო და საკმაოდ აქტიური იყო. ამ მომენტში მისი გუნდი 2-1-ს იგებდა. 82-ე წუთზე კი, იუბილარის გადაცემით, რანსფორდ კონიგსდორფერიმ მესამე და რეალურად, როგორც შეხვედრის ბოლო წუთებზე გაირკვა, გამარჯვებისთვის გადამწყვეტი გოლი გაიტანა. „ჰამბურგმა" 3-2 გაიმარჯვა. 21 ტურის შემდეგ, „ჰამბურგს" 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ფრანგული ლიგა 2-ის 23-ე ტურის მე-10 და მე-14 წუთებზე ზურიკო დავითაშვილის შესრულებული დუბლი, „სენტ ეტიენისთვის", „გენგამისთან" შეხვედრაში გამარჯვები მომტანი აღმოჩნდა. ასე გამოდგა, ქართველის დუბლი, დაბადების დღის საჩუქრის ტოლფასი, რომელიც ზუკასთვის ფრანგული დროით 15 თებერვალს ჯერ არ იყო დამდგარი, თუმცა, თბილისის დროით, ჩვენ უკვე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის მეოთხედსაუკუნოვან დაბადების დღეს აღვნიშნავდით. ქართველმა ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, მისმა გუნდმა კი, 1-2 გაიმარჯვა და ახლა, 40 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ესპანეთის ლა ლიგაში, მორიგი უღიმღამო თამაში ჩაატარა ყვითელმა „წყალქვეშა ნავმა". თუმცა, ქართველი ქომაგისთვის „ხეტაფესა" და „ვილიარეალის" შეხვედრას, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ 2-1, სასიამოვნო რამ, მაინც მოხვდა. გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც სათადარიგო სკამიდან დაიწყო თამაში მოედანზე შესვლიდან 11 წუთში, 76-ე წუთზე გოლი გაიტანა და ბურთი გაქვითა. ქართველმა „ვილიარეალის" თამაში კი გამოაცოცხლა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღო, თუმცა, ქულის გადასარჩენად აშკარად არ ეყო დრო. 24 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს" 45 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. ამასთან ერთი თამაშით ნაკრები აქვს ჩატარებული.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმი" მე-19 ტურში გასვლით შეხვედრაში „ტიროლთან" 1-0 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, ის 42-ე „კიტეს" ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, ბურთმა მარცხენა ძელს მცირედით ჩაუარა გვერდზე. ამ მომენტიდან მალევე, ქართველი ტრავმის გამო, იძულებული გახდა მოედანი დაეტოვება. იმედს, ვიტოვებთ, რომ ოთოს ტრავმა არ იქნება სერიოზული. გუნდის განაცხადში იყო გიზი მამაგეიშვილი, თუმცა, ქართველი მინდორზე სათამაშოდ არ შესულა. „შტურმს" არასრულ ტურში 31 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით მე-2 ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიპის 32-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდმა" გასვლითი შეხვედრა „პრესტონთან" ფრედ, 2-2 ითამაშა. ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს, თუმცა, ორივე შეცვალეს. „ჩაკვე" მეორე ტაიმის დასაწყისში, საბას კი, 16 წუთით მეტი სათამაშო დრო მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში „პრესტონმა" გახსნა, მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მაამას გოლითა და ოფიას ავტოგოლით, სულ რაღაც ორ წუთიან მონაკვეთში „უოტფორდი" დაწინაურდა. თუმცა, მასპინძლებმა მაინც მოახერხეს ქულის გადარჩენა. „უოტფორდს" 45 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.
ერედივიზიონის 23 ტურში ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორსი" საშინაო შეხვედრაში 1-2 დამარცხდა „ალკმაართან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული შეხვედრა ჩაატარა, ამასთან, საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ირაკლის გუნდს, 23 ტურის შემდეგ, 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ბულგარეთის პირველი ლიგის 21-ე ტურში ქართველი მცველის, ლაშა დვალის „ცსკა 1948"-მ, საშინაო შეხვედრაში 0-2 წააგო სოფიის „ცსკა"-სთან. ქართველის გუნდელებმა პირველი გოლი პირველი ტაიმისთვის პირველ დამატებულ წუთზე გაუშვეს. სამწუხაროდ, ქართველმა მცველმა ვერ მოახერხა მეკარის დაზღვევა. მეორე გოლი დვალის გუნდმა, თამაშის მიწურულს გაუშვა, კვლავ დაცვაში უყურადღებო თამაშის გამო, თუმცა, ამ ჯერზე „დამნაშავე" ბულგარელთა გერმანელი მცველი იყო. დვალის გუნდი, სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზე თუმცა, ტური, ჯერ დასრულებული არ არის და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-20 ტური, დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ", დავით ვოლკოვის გოლით, „ქარვანი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ქართველებმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს, თუმცა, „პაპუნა" 68-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის „ზირა", მე-20 წუთზე ვოლკოვის გატანილი გოლის წყალობით უკვე წინ იყო ანგარიშში. გემახსოვრებათ, რომ ვოლკოვს საკმაო ხანი გაუცდა. მინდორზე დაბრუნებულს კი, სამი თამაშია ზედიზედ სამ ტურში გოლები გააქვს. რაც შეეხება „ზირას", 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზეა.





ჩვენ








