ევროტურნირების კვირამდე, ქართველები საკლუბო ჩემპიონატებში ასპარეზობენ
ევროტურნირების კვირამდე, ქართველები საკლუბო ჩემპიონატებში ასპარეზობენ
14.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული საფეხბურთო ლეგიონის მორიგი საკლუბო უქმეები ჩვენებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.


საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის დასრულების შემდეგ, ლუის ენრიკემ მე-60 წუთზე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა, იმ გარემოებით ახსნა, რომ მომდევნო კვირას, მას უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში „მონაკოს" წინააღმდეგ დასვენებული ფეხბურთელები სჭირდება. ზოგადად პსჟ-ი, რომელიც ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის შენარჩუნებას გეგმავს, უკვე ტრადიციულად მიმდინარე სეზონში, ევროტურნირის მატჩის წინ, ინერტულია. „კვარას" გუნდელები პირველი ტაიმის შემდეგ „რენისთან" 1-0-ს აგებდნენ, ხოლო, ზემოთხსენებული ცვლილებების შემდგე, მალევე, მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. 69-ე წუთზე დემბელემ მოახერხა ანგარიშში ერთი ბურთის გაქვივა, თუმცა, 81-ე წუთზე ემბოლოს გოლის შემდეგ, „რენემ" ორბურთიანი სტატუს-კვო აღადგინა და საბოლოოდ, 3-1 გაიმარჯვა. მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, ვიდრე „ლანსი" 22-ე ტურის შეხვედრას ჩაატარებს, პსჟ-ი, 51 ქულით, კვლავ, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა.


ხვიჩას მსგავსად მაღალი შეფასება მიიღო, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ლუკა ლოჩოშვილმა, რომლის „ნიურნბერგმაც" 22-ე ტურში „კარლსრუეს" დიდი ანგარიშით, 5-1 მოუგო. „ლოჩომ" უკვე ტრადიციულად, სრული შეხვედრა ჩაატარა და მაღალი შეფასებაც მიიღო. დღევანდელი მოგების წყალობით ქართველის გუნდმა 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში, მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ტური ჯერ არ დასრულებულა.