
ქალთა ლიგაში დაბრუნებული სოხუმის „დინამო" ახალი სეზონის დაწყებამდე, სომხეთში გამართული საწვრთნელი შეკრებიდან ბრუნდება. განსხვავებით კაცთა გუნდებისგან, მოგეხსენებათ ქალთა გუნდები არ არიან გასვლითი საწვრთნელი-მოსამზადებელი შეკრებებით და ბუნებრივია არც სპარინგ მატჩებით. თუმცა, სოხუმელებმა ეს მოახერხეს და ორი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გამართეს.
ერევანში, სომხეთის ჩემპიონთან „პიუნიკთან" გამართულ შეხვედრაში ქართველი გოგონები 5-1 (2-0) დამარცხდნენ. 12 თებერვალს, გამართულ შეხვედრაში, დინამოელთაგან, გატანილი გოლის ავტორი ლიზი კაკულიაა.
რაც შეეხება მეორე სპარინგს, მეზობელი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთან, „ურარტუსთან" ის, სოხუმელთა გამარჯვებით, 2-4 (1-2) დასრულდა. დინამოელთაგან ამ დღეს დუბლი ლიზი კაკულიამ გაიტანა. თითო გოლი გამოცდილი ლელუ ჭიჭინაძისა და მაია დანგაძის ანგარშიზეა.
სხვათა შორის, ერევანში გამგზავრებამდე, დინამოელებმა კიდევ ერთი სპარინგი გამართეს, „რუსთავის" წინააღმდეგ და უხვგოლიან შეხვედრაში 4-7 გაიმარჯვეს. თბილისურ შეხვედრაში, ორმა ფეხბურთელმა ლელუ ჭიჭინაძემ და ვიკა კუპრეიშვილმა დუბლი გაიფორმეს, თითო გოლი კი, მარიამ ჯოჯუას, ნათია ჯოჯუასა და სოფიო წიქარიძის ანგარიშზეა.
ქალთა ლიგის 2026 წლის გათამაშება ერთ თვეში იგეგმება. დიდი ალბათობით, მასში მონაწილე 10 გუნდიც, რომელთა შორის სოხუმის „დინამოც" არის, საბოლოოდ, შემადგენლობის მხრივ, მაშინ ჩამოყალიბდება. მანამდე კი, სომხურ სპარინგებში მონაწილეობა მიიღეს: ანანო ხუცურაულმა, მარიამ ჯოჯუამ, მეგი ეჯიბიამ , ლელა ჭიჭინაძემ, ტერეზა კოსიანმა , მარიამ გოგოლაძემ, მაია დანგაძემ , ნათია ჯოჯუამ, ლიზი კაკულიამ, სოფია წიქარიძემ, ანანო ჯოჯუამ, დიანა ხარატიშვილმა, ანა გობრონიძემ, ვიკა კუპრეიშვილმა, მარიამ მამნიაშვილმა.
ქართული გუნდი, სოხუმის „დინამო" ამ წუთებში სამშობლოში ბრუნდება, სადაც ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებს.
ფოტო: ლიზა კუპრაძე / „დინამო", სოხუმი





ჩვენ








