
მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ბურგასში მიდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებში, წყვილმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს ფინალში, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ესპანური დუეტი 17-9 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდში, გოგონათა ტურნირის გამარჯვებული ინეს ორტეგა კასტრო ასპარეზობა, რაც ამ დუელს უფრო საინტერესოს ხდიდა.
შეხვედრა მეტოქის უპირატესობით დაიწყო და საწყისი 2 სეტი მათ მოიგეს, 0-4. თუმცა, ჩვენებმა მესამე სეტში ფრე დააფიქსირეს და საერთო ანგარიში 1-5 გახდა. ამის შემდეგ კი, ქართულმა წყვილმა ზედიზედ 3 სეტი მოიგო და ორი ქულით, 7-5 დაწინაურდა. ამ შეხვედრის დაძაბულობაზე ის გარემოებმაც მეტყველებს რომ ამის შემდეგ, ესპანელებმა მოახერხეს გათანაბრება, 7-7. შემდეგ ისევ ჩვენები გაიჭრნენ წინ 11-7, თუმცა, მეტოქე არ აპირებდა დანებებას და მომდევნო ორი სეტი მათი იყო, 11-9. აღმოჩნდა, რომ ეს მეტოქეთა მიერ მოპოვებული ბოლო ქულები იყო, რადგან დარჩენილი სეტები მარიამმა და გიორგიმ მოიგეს და საბოლოოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 17-9 გაიმარჯვეს.
საერთო ჯამში, ბურგასში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართული გუნდის ანგარიშზე უკვე სამი მედალია მათ შორის ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ვერცხლი, 18-წლამდე გოგონებმა გუნდურში, ბრინჯაო კი, 16-წლამდე ბიჭებმა მოიპოვეს. ამ მედლებს, მარიამისა და გიორგის მიერ მოგებული ბრინჯაოდ დაემატა.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ, კიდევ ერთ დისციპლინაში იასპარეზებენ მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე. სპორტსმენები, შესაბამისად, გოგონებსა და ბიჭებში სოლო ტურნირში შეეცდებიან მედლების მოგებას.
ფოტო: საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია





ჩვენ








