
2026 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის რიგით მე-5 გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას. ვილი სანიოლის გუნდი, საერთო ჯამში, შემოდგომაზე, ექვს შეხვედრას გამართავს.
ცნობილია, რომ პირველ მატჩი, ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ ქართული გუნდის ქომაგის გარეშე ჩაატარებს.
თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, უეფა-ს სანქცია, ითვალისწინებს თუ არა სტუმარი გუნდის 200-კაციან კვოტას. მაგალითად, სულ ბოლოს, როდესაც „დინამო თბილისს", როტერდამის „ფეიენოორდთან" საშინაო და საპასუხო თამაში ჰქონდა თბილისში, უეფა-მ არ დაუშვა დინამოელთა ქომაგი „დინამო არენაზე", თუმცა, სტადიონზე იყო სტუმარი გუნდის 200 კაცი (პროტოკოლით გათვალისწინებული), რომლებიც ნიდერლანდელებმა გადაწყვიტეს, რომ არა ოფიციალური დელეგაციის წევრები, არამედ ფან-ტრიბუნის წევრები ყოფილიყვნენ... საბოლოოდ, დასჯილი თბილისური კლუბი აღმოჩნდა. თუმცა, ეს იყო რამდენიმე წლის წინ და ამ ეტაპზე, როგორი მოქნილი იქნება უეფა-ს სასჯელი, რომელიც სომხებთან მოგებული და „გემრიელად" დასრულებული ორ-რაუნდიანი დუელის შემდეგ, თბილისში ჩადენილის გამო „საშემოდგომოდ" გადმოგყვა, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვეაში ჩვენი გვერდისთვის, ჯერ უცნობია და შევეცდებით ამ თემის გარკვევას. თუმცა, ის, რომ რამდენიმე ადამიანის დაუფიქრებელმა (ან დაგეგმილმაც) ქმედებამ, ბოლოს და ბოლოს „გვიწია" (შეგახსენებთ, ეს სანქცია არ შეეხო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას 2025 წელს, სახლში თურქების წინააღმდეგ) და ახლა, ჩვენი „მოსახდელია".
მაშ ასე, B2 ჯგუფში ჩვენი ნაკრები 2026 წლის 25 სექტემბრიდან დაწყებს ასპარეზობას და საკმაოდ შემჭიდროებული გრაფიკში 10 დღის მანძილზე ოთხი შეხვედრის გამართვა მოუწევს, აქედან ორი გასვლითის. აი, პირველში კი, რომელსა ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ ჩავატარებთ, სახლში მაყურებელი არ გვეყოლება. ამასთან, დიდი ალბათობით, არც მეორე შეხვედრა არ გაიმართება „დინამო არენაზე", თუკი, რა თქმა უნდა ჭორი გამართლდა და სტადიონის პირველი სექტორის რეაბილიტაცია, მარტის ბოლოს, „დინამო არენაზე" ნამდვილად დაიწყო. ჩვენი გვერდი, ამ ინფორმაციის გადამოწმებასაც და დეტალურად გაგებასაც შეეცდება. მანამდე კი, უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების განრიგი ასეთია:
25 სექტემბერი / საქართველო - ჩრდ. ირლანდია
28 სექტემბერი / საქართველო - უკრაინა
2 ოქტომბერი / უნგრეთი - საქართველო
5 ოქტომბერი / ჩრდ. ირლანდია - საქართველო
14 ნოემბერი / საქართველო - უნგრეთი
17 ნოემბერი / უკრაინა - საქართველო
უეფა-ს ერთა ლიგის ახალი ციკლის დაწყებამდე ვილი სანიოლის გუნდი პირველ მოსამზადებელ შეხვედრას 26 მარტს თბილისში, მიხეილ მესხზე ისრაელის, ხოლო 29 მარტს კაუნასში, ლიეტუვას წინააღმდეგ ორ ამხანაგურ სპარინგს ჩაატარებს.





ჩვენ








