
ევროლიგის 28-ე ტურის შემდეგ თორნიკე შენგელიას „ბარსელონა" ჯერ კიდევ იმ გუნდების შემადგენლობაში და სატურნირო ცხრილის იმ ექვსეულშია, რომლებიც კვალიფიკაციის ზონაში იმყოფებიან. თუმცა, საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი დღეს საშინაო შეხვედრაში „პარიზთან" 9 ქულით, 74-85 (18-21, 25-18, 12-28, 19-18) დამარცხდა (თამაშის ოქმი).
სტუმრებმა, რეალურად მხოლოდ, მეორე მეოთხედი ჩააგდეს, რის ხარჯზეც „ბარსამ" პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა, მესამე მეოთხედის მოგება 16 ქულით მოახერხეს, რაც რეალურად ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა.
თოკოს, კვლავ არ დაუწყია სასტარტო ხუთეულში, თუმცა, ქართველი მთელი მატჩის მსვლელობისას მარგი ქმედების კოეფიციენტით, კატალონიელთა რიგებში საუკეთესო იყო, თამაშის ბოლოს კი, 19 შეადგინა. შენგელიამ საბოლოოდ, მოედანზე გატარებულ 20:29 წუთში, 11 ქულა დააგროვა, მათ შორის 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან სამი საჯარიმო სრულა, რაც 100%-იანი მაჩვენებელი იყო.
ამ მომენტისთვის, „ბარსელონა" ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი, 25 თებერვალს ბოლონიაში, ქართველთა კაპიტნისთვის კარგად ნაცნობ „ვირტუსის" წინააღმდეგ გამართავს.





ჩვენ








