დღეს ბრუსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა
დღეს ბრუსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა
12.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ბრიუსელში, თბილისის დროით 21:00 უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოგეხსენებათ, B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და დღევანდელ წილისყრაში ის, წინა გათამაშების რეიტინგის მიხედვით B3 კალათში იქნება განთესილი სლოვენიის, ირლანდიისა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად. შესაბამისად, ეს ნაკრებები მომავალ გათამაშებაში ჩვენთან ერთად ვერ მოხვდებიან.


გამომდინარე იქიდან, რომ თითო ჯგუფი ოთხი გუნდისგან კომპლექტდება, ჩვენი სავარაუდო მეტოქეები B1, B2 და B4 კალათებიდან გაირკვევა სადაც შემდეგი გუნდები არიან გადანაწილებულნი:


B1 - შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი

B2 - შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა

B4 - შვედეთი, ჩრდ. მაკედონია, ჩრდ. ირლანდია, კოსოვო


დღეს, ბრიუსელის „ექსპოში" მხოლოდ ჯგუფები დაკომპლექტდება, რაც შეეხება კალენდარს, რომელიც სტარტს 2026 წლის შემოდგომაზე აიღებს, მოგვიანებით გაირკვევა. მანამდე კი, ცნობილია თარიღები, იმ სანაკრებო ფანრების, რომლებშიც საერთო ჯამში, ჯგუფური ეტაპის 6 შეხვედრა გაიმართება.


I ტური: 24-26 სექტემბერი

II ტური: 27-29 სექტემბერი

III ტური: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი

IV ტური: 4-6 ოქტომბერი

V ტური: 12-14 ნოემბერი

VI ტური: 15-17 ნოემბერი