სრულწლოვანების შემდეგ, საბა ხარებაშვილი სტამბოლის „ბაშაქშეჰირს“ შეუერთდება
სრულწლოვანების შემდეგ, საბა ხარებაშვილი სტამბოლის „ბაშაქშეჰირს“ შეუერთდება
09.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კეთილი იყოს შენი მობრძანება „ბაშაქშეჰირში", ასეთი სათაურით აქვეყნებს პირველ სტატიას თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელიც „დინამო თბილისიდან" საბა ხარებაშვილის ტრანსფერის შესახებ იტყობინება.


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სტამბოლის გუნდს, 2026-2027 წლების სეზონში საბას სრულწლოვანების შემდეგ შეუერთდება, ანუ მას შემდეგ, რაც საბა 18 წლის გახდება.


„ბაშაქშეჰირის" ახალმა ფეხბურთელმა, სამედიცინო შემოწმება, „აჯიბადემ ჰულია ჰასთანეში" გაიარა, სადაც ფეხბურთელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს - სისხლის ანალიზის შემდეგ საბას ჩაუტარდა ორთოპედიული, შინაგანი, ოფთალმოლოგიური, ოტოლარინგოლოგიური, საერთო ქირურგიული და კარდიოლოგიური კვლევები. სპორტსმენი დატვირთვებზეც შეამოწმეს.


მხოლოდ ამ კვლევების დასრულების შემდეგ, თურქულმა კლუბმა, საბა ხარებაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მიაღწია შეთანხმებას.  


თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა „ბაშაქშეჰირთან" 2030 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.


„დინამო თბილისის" 17 წლის მცველს, 18 წელი 3 სექტემბერს უსრულდება. ფეხბურთელი ამჟამად, თურქეთში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად, ზამთრის საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და თბილისელთა პირველ სართაშორისო სპარინგშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისელებმა, უეფა-ს კონფერენს ლიგაში მოასპარეზე უკრაინულ „შახტართან" წააგეს.


თურქული შეკრებიდან დაბრუნებული საბა, ახალ სეზონს თბილისელებთან ერთად, 1 მარტიდან დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს, ახალგაზრდულ ნაკრებში, ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს, გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს მიღებული ტრავმის გამო, ნოემბერ-დეკემბერი გაუცდა და ახლა, ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას ცდილობს.


და ბოლოს, ჩვენი გვერდის მკითხველს ემახსოვრება, რომ ჯერე კიდევ 2024 წელს, თბილისში, „საბურთალოსთან" დაპირისპირების წინ, მიხეილ მესხის მედია ცენტრში გამართული პრეს-კონფერენციის დროს, „ბაშაქშეჰირის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი, თურქული გუნდები ყურადღებას მიაქცევდნენ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს. ბუნებრივია, მაშინ საბა, თურქი სკაუტების თვალთახედვაში შესაძლოა არ მოხვედრილა, თუმცა, მოგვიანებით, საბა ხარებაშვილი ფაქტია, რომ ბევრი სპეციალისტისთვის მიმზიდველი გახდა.


ფოტო: © Başakşehir Futbol Kulübü