
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნული ჩემპიონატები მორიგი ტურის მატჩებით განაახლეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.
ისლანდია
ისლანდიის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირი" „რეიკიავიკს" გასვლაზე ეთამაშა და 37-31 მოუგო. „აკიურეირის" ქართველმა ლეგიონერმა სეზონი 5 გოლით განაახლა.
„აკიურეირისთვის" წარმატებული იყო მე-17 ტურიც - „ფრამს" უმასპინძლა და აქაც გაიმარჯვა (32-27). ამ შემთხვევაში, ისლანდიელთა ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე მოკრძალებული ერთი გოლია.
რუმინეთი
მე-12 ტურის მატჩით განაახლა სეზონი „პოტაისამ" და მისმა ქართველმა ლეგიონერმა, ირაკლი კბილაშვილმა. პოტაისამ „ტიმიშოარასთან" გასვლითი შეხვედრა ფრედ დაასრულა, კბილაშვილმა კი ოთხი გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა.
ამავე ტურში ითამაშა ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანცამ", მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. მისი გუნდი საკუთარ კედლებში 27-31 დამარცხდა „ბუზეუსთან".
პოლონეთი
სეზონი გამარჯვებით გახსნა „ოსტროვიამ" და მირიან გავაშელიშვილმა. სუპერ ლიგის მე-18 ტურში „კვიდზინს" უმასპინძლა და 30-28 გაიმარჯვა. გავაშელიშვილმა ერთი გოლი გაიტანა.





ჩვენ








