
ქართული გუნდი საბერძნეთიდან მედლების გარეშე ბრუნდება! პარიზის გრან სლემის მეორე საასპარეზო დღეს ქართული გუნდიდან მედლებისთვის ბრძოლაში ოთხ წონით კატეგორიაში 6 ჯუდოკა ჩაერთო, თუმცა, ფინალურ ბლოკში, მხოლოდ ირაკლი დემეტრაშვილმა გააღწია.
-81 კგ / კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი
-90 კგ / ლუკა მაისურაძე
-100 კგ / ნიკა ხარაზიშვილი
+100 კგ / ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი
მეორე წრიდან დაიწყო, თუმცა, საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაურ დვალაშვილი, რომელიც იაპონელ ჯუდოკასთან იპონით დამარცხდა. აი, ამავე წონაში მოასპარეზე კოტე კაპანაძე კი, ფინალურ ბლოკთან ახლოს იყო. ქართველმა პირველი წრიდან დაიწყო და 1/4 ფინალამდე გამართული სამი შეხვედრიდან ორი შთამბეჭდავი იპონით მოიგო, თუმცა, 1/2 ფინალში გადასასვლელი შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ, ეგორ სუხოპაროვთან დამარცხდა. სხვათა შორის, რამდენიმე ტურნირია IJF-მა რუსეთს, საკუთრი ქვეყნის სახელითა და დროშით ასპარეზობის უფლება მისცა. ბანის მოხსნის შემდეგ კი, ჩვენი „მეზობლები" გამარჯვებებს და შესაბამისად „დაბრუნებას" გამგელებულები იცავენ. იმედია, მომავალი ტურნირებიდან, ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდი, ამ ერთის შეხედვით უმნიშვნელო, თუმცა, საკმაოდ რთული, ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევას შეეცდება. რადგან, როგორ ჩანს, მათთან უკვე ხშირად მოგვიწევს ტატამზე გადაკვეთა. მათ შორის, ალბათ, თბილისის გრან სლემზეც.
მომდევნო წონაში, -90 კგ-ში, სრული მოულოდნელობა გამოდგა ლუკა მაისურაძის მარცხი, რომელმაც მეორე წრიდან დაიწყო და იაპუნური (საბოლოოდ ფინალისტის) ბარიერი ვერ გადალახა.
მეორე წრეში მოეცარა ხელი -100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა ხარაზიშვილის, რომელმაც ტურნირის საწყის ეტაპზე, სერბი მეტოქე დაამარცხა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე თავად დამარცხდა კუბელ სპორტსმენთან.
კიდევ ორი ჯუდოკა ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. რაღა დაგიმალოთ და მინიმუმ ორივე 1/4 ფინალში ველოდი, თუმცა, ამის გაკეთება, მხოლოდ ირაკლიმ მოახერხა. რაც შეეხება საბას, პირველ წრეში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზათ საფარბაევს ჰანსოკუ-მაკეს წყალობით მოიგო, თუმცა, მოგვიანებით კორეელ კიმთან იპონით დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
აი, ირაკლიმ კი, 1/8 ფინალში, ავსტრიის სახელით მოასპარეზე მოვლი ბორჩაშვილის დამარცხების შემდეგ, კი გავიდა 1/4 ფინალში, ფინალისტ, იაპონელ ჰიოგა ოტასთა დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც სამხრეთ კორეელი ლეე დაამარცხა, თუმცა, ფინალში სამხრეთ კორეის მეორე წარმომადგენლის კიმის „სისხლი" ჰქონდა ასაღები. თუმცა, ირაკლიმ წააგო და ბოლო იმედი, ერთი მედალი მაინც აგვეღო წლის სასტარტო გრან სლემზე, ისტორიას ჩაბარდა.
გრან-სლემების მსოფლიო ტურის მომდევნო გაჩერება 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, ტაშკენტში იქნება.
ფოტო: (c) IJF/ თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








