ეთერ ლიპარტელიანი 2025 წლის სეზონში, მსოფლიოს საუკეთესო ქალი ჯუდოკაა!
ეთერ ლიპარტელიანი 2025 წლის სეზონში, მსოფლიოს საუკეთესო ქალი ჯუდოკაა!
08.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ეთერ ლიპარტელიანი 2025 წლის სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ქალი ჯუდოკა, წლის მომენტი - ჰეთ-თრიქი არ შედგა, თუმცა, ქართველმა ჯუდოკა ქალმა დუბლი შეასრულა.


კიდევ ერთი ჯილდო საქართველოს ჯუდოს გუნდის სამწვრთნელო შტაბმა დაიმსახურა, რომელიც ლაშა გუჯეჯიანმა და გიორგი თენაძემ ჩაიბარეს, რომელთა გუნდიც ყველაზე წარმატებული იყო 2025 წელს. ჩვენებმა უკან იაპონიის ნაკრების სამწვრთნელო გუნდი და იტალიის ქალთა ნაკრების სამწვრთნელო გუნდი მოიტოვეს.


მოგეხსენებათ,  გასული წლის საუკეთესოების გამოვლენა IJF-ის ვერსიით 2025 წლის 15 დეკემბრიდან, 2026 წლის 15 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გულშემატკივარს, მხოლოდ ერთი ხმის უფლება ჰქონდა და ეს, იყო განსხვავება ყველა სხვა გამოკითხვიდან, რომელიც აქამდე ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციას ჩაუტარებია.


მსოფლიოსა ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, პირველი ქართველი ჯუდოკა ქალი, რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვაში გაიმარჯვა და 2025 წლის პრიზი ჩაიბარა, შეგვპირდა, რომ 2026 წელს უფრო მეტ საინტერესო მედალსა და ჯილდოს მოიგებდა. ამ ჯილდოების ათვლა კი, დღეს, პარიზში, პარიზის გრან სლემზე დაიწყო, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ეთერ ლიპარტელიანს მონაწილეობა არ მიუღია, ჯუდოს მოყვარულთა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მაინც მოექცა.


2025 წლის გამოკითხვაში, IJF-მა საერთო ჯამში, 8 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები. პირველობისთვის, ნომინაციების მიხედვით 59 ჯუდოკა იბრძოდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან.



ეთერი საერთო ჯამში სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი, ქართველები კი, 8 ნომინაციიდან ოთხში იყვნენ წარმოდგენილები. საბოლოოდ, IJF-ის ვერსიით 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:


ჯუდო ბავშვებისთვის წლის პროექტი (Judo for Children Project of the Yea)- პირველობისთვის მებრძოლ 7 პროექტს შორის გამარჯვებული დიორა ხელდიოროვას ჯუდოს კლუბი გახდა უზბეკეთიდან.


ჯუდო მშვიდობისთვის წლის პროექტი (Judo for Peace Project of the Year) - პირველობისთვის 5 პროექტს შორის ზამბიურმა პროექტმა რეგიონალური ჯუდო მშვიდობისთვის გაიმარჯვა.


2025 წლის მომენტი (Moment of the Year) - ეთერ ლიპარტელიანი (პირველი ქართველიო მსოფლიო ჩემპიონი ქალი) და კიდევ 4 კანდიდატთან ერთად შეეცადა პირველობას, გაიმარჯვა!


წლის სამწვრთნელო მიღწევა (Coaching Achievement of the Year) - საქართველოს სამწვრთნელო გუნდი, მსოფლიო ჩემპიონი შერეულ გუნდურ შეჯიბრში იყო წარმოდგენილი და კიდევ სხვა 4 კანდიდატთან ერთად, სადაც საბოლოოდ, საქართველოს სამწვრთნელო გუნდმა გაიმარჯვა.


ამომავალი ვარსკვლავი (Rising Star of the Year) - აქ საქართველოს ნომინანტებს შორის, წარმომადგენელი არ ჰყოლია, თუმცა, ამომავალ ვარსკვლავებს შორის, ნომინირებული იყო ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ირაკლი გოგინაშვილი (მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი), თუმცა, აქ გამარჯვებული ტაჯიკი მუჰიდინ ასადულოევი გახდა.


2025 წლის საუკეთესო ქალი ჯუდოკას (Female Judoka of the Year) ტიტულისთვის, ეთერ ლიპარტელიანი, 6 კოლეგა კანდიდატს ეჯიბრებოდა, თუმცა, „ლიპომ" პირველობა არავის დაუთმო.


2025 წლის საუკეთესო კაცი ჯუდოკას (Male Judoka of the Year) ტიტული, 7 კონკურენტს შორის რუსმა თიმურ არბუზოვმა მოიპოვა, რომელმაც რა დასამალია და 2025 წელს ჩვენც ცოტა გაგვამწარა.


2025 წლის იპონებს (Ippon of the Year) შორის, ასეთი კი, საერთო ჯამში 18 იყო წარმოდგენილი ნომინანტებს შორის, სამი ქართული ეთერ ლიპარტელიანის, ლაშა შავდათუაშვილისა და გურამ თუშიშვილის გდებები იბრძოდა პირველობისთვის - საბოლოოდ, საუკეთესოდ კაზბეგ ნაგუჩევის იპონი დასახელდა, რომელითაც ემირატების სახელით მოასპარეზე ჯუდოკამ ჩვენი, ქართველი მიხეილ ბახბახაშვილი დაამარცხა.


შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად, განვლილი წლის სეზონის გამარჯვებულებს, IJF-ი პარიზში, ჯუდოში, პარიზის 2026 წლის გრანს სლემის მსვლელობისას ბოლო საშეჯიბრო დღის, ფინალური ბლოკის დაწყებამდე ავლენს.